"ამ ეზოში გავათენებინო ღამე ჩემს 3 წლის ბავშვს? გადაუღებლად წვიმს და ღამით მეშინია.." - მოქალაქე სტიქიის ზონიდან დახმარებას ითხოვს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხორეთში მყოფი ანა ურუშაძე დახმარებას ითხოვს და სოციალურ ქსელში ვიდეოკადრებს აქვეყნებს.
"ეს ბიძაჩემის სახლია, ამ ეზოში გავათენებინო ღამე ჩემს 3 წლის ბავშვს? იქნებ გვიშველოთ, ორი დღე კიდევ უნდა იწვიმოს..
მესენჯერი სავსეა, ვერ გწერთ კარგად ვართ, უბრალოდ გაგვიყვანეთ აქედან, გადაუღებლად წვიმს და ღამით მეშინია...", - წერს ანა.