"პუტინის წარმომადგენელი, ბიძინას თანაშემწე, ღარიბაშვილი რუსულ გზავნილ ახმოვანებდა ბორელთან"
ფაქტობრივად დაპირისპირების რეჟიმში მყოფი ღარიბაშვილი რუსულ გზავნილებს ახმოვანებდა ბორელთან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ხაბეიშვილმა განმარტა, ბორელი ამბობდა, რომ რუსული ფრენები ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, ღარიბაშვილი კი აღნიშნავდა, რომ "ფანტასტიკურია ეს ყველაფერი, კარგია, წინ მივდივართ“.
"რაც შეეხება რუსი ღარიბაშვილის დღევანდელ ნამოქმედარს, ეს უმძიმესი საყურებელი იყო საქართველოს მოქალაქისთვისაც. ჩვენ ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად გულწრფელად გულშემატკივრობს საქართველოს, ქართველ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მომავალს. მეორე მხრივ, ჩვენ ვნახეთ პუტინის წარმომადგენელი, ბიძინას თანაშემწე, ღარიბაშვილი, რომელიც ფაქტობრივად დაპირისპირების რეჟიმში მყოფი რუსულ გზავნილ ახმოვანებდა ბორელთან.
იმ პირობებში, როდესაც მურუსიძის სასამართლოა, ევროპაში არავინ გველოდება.
ღარიბაშვილი ამბობდა, რომ თავისუფალი სასამართლო გვაქვს. ბორელი ამბობდა, რომ რუსული ფრენები ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, ღარიბაშვილი კი ამბობდა, რომ ფანტასტიკურია ეს ყველაფერი, კარგია, წინ მივდივართ. ბორელის განცხადებების შინაარსი იყო ის, რომ ცუდია, როცა საქართველო ევროკავშირში იღვწის, პარალელურად კი რუსულ კანონს იღებს. ღარიბაშვილი კი ამბობდა, რომ ჩვენ ნამდვილი დემოკრატები ვართ. ბორელი ამბობდა, რომ ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს, ღარიბაშვილი ამბობს, რომ რა ვქნათ, ოპოზიციის ბრალია. თურმე ჩვენი ბრალია, როდესაც საპენსიო რეფორმაზე ვესაუბრებით ხალხს და „რუსული ოცნება“ პაპუასებს მოგვიგზავნის და ქვებით მოგვდევენ. თურმე, ეს, ღარიბაშვილის გაგებით, ევროპული სტანდარტია“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, ბორელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში თავისუფალი გარემო უნდა იყოს.
"ბორელმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური დევნილები არ უნდა იყვნენ. ადამიანები პოლიტიკური ნიშნით ტყვეობაში არ უნდა გვყავდეს, მათ შორის მთავარი ოპონენტი, რომლისაც ეშინია რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს.
ბორელმა აღნიშნა, რომ სასამართლო თავისუფალი უნდა იყოს, პროკურატურაც. მეტიც, არჩევნებისთვის უნდა მოემზადოთ და ეს უნდა იყოს თავისუფალი არჩევნებიო. ღარიბაშვილი ამბობს, რომ არაფერი შესაცვლელი არ გვაქვს, ყველაფერი კარგად არის“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"