სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები საქართველოშიც იწარმოება, მაგრამ როგორც ამბობენ, მისი დამონტაჟება "საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა“ - კვირის პალიტრა

სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები საქართველოშიც იწარმოება, მაგრამ როგორც ამბობენ, მისი დამონტაჟება "საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა“

გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვე­ნა­ხე­ბი, ბა­ღე­ბი, ბოსტნე­ბი, მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ფერ­მე­რე­ბი - ეს ბოლო დღე­ებ­ში კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში მო­სუ­ლი უხვი ნა­ლე­ქი­სა და სე­ტყვის შე­დე­გე­ბია.

ცნო­ბი­ლია, რომ სე­ტყვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ბა­დე­ე­ბის წარ­მო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია Agrobade შიდა ქარ­თლის რე­გი­ონ­ში, ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ რუ­ის­ში მდე­ბა­რე­ობს. სა­წარ­მო სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს, ასე­ვე, USAID-ის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით აშენ­და და აღი­ჭურ­ვა.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ და­ინ­ტე­რეს­და, რამ­დენ ფერ­მერს აქვს სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის დროს სე­ტყვის­გან დამ­ცა­ვი ბა­დე­ე­ბი. სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2015 წლი­დან 2023 წლის 31 ივ­ლი­სის პე­რი­ოდ­ში, სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის "და­ნერ­გე მო­მავ­ლის“, სე­ტყვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბის მო­წყო­ბის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტის ფარ­გლებ­ში, მხო­ლოდ 19 ბე­ნე­ფი­ცი­არს გა­უ­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა.

რო­გორც თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რებ­მა მე­ვე­ნა­ხემ ლაშა ხი­ზა­ნიშ­ვილ­მა რა­დიო "პა­ლიტ­რა­სა“ და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "საქ­მე“ გა­ნა­ცხა­და, სე­ტყვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ბა­დე­ე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ცო­ტაა, რად­გან სო­ფელ­ში მცხოვ­რებ გლეხს არ აქვს მათი შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

"სე­ტყვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ბა­დე­ე­ბი, რა თქმა უნდა, კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რომ ფერ­მე­რებ­მა და­იც­ვან მო­სა­ვა­ლი, მაგ­რამ ისე­თი სიძ­ლი­ე­რის სე­ტყვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო... იხილე სრულად