"ეზოში ჰქონდათ დამხმარე ნაგებობა, "კუხნას" რომ ეძახიან, იქ ეძინა ბავშვს... ის დამხმარე სახლი ჩაიტანა მეწყერმა" -ვინ არის გურიის სტიქიის ზონაში გარდაცვლილი მოზარდი? - კვირის პალიტრა

"ეზოში ჰქონდათ დამხმარე ნაგებობა, "კუხნას" რომ ეძახიან, იქ ეძინა ბავშვს... ის დამხმარე სახლი ჩაიტანა მეწყერმა" -ვინ არის გურიის სტიქიის ზონაში გარდაცვლილი მოზარდი?

ამ ცოტა ხნის წინ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა, გუ­რი­ის რე­გი­ონ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მე­სა­მე ცხე­და­რი იპო­ვეს. სამ­წუ­ხა­როდ, კი­დევ ერთი მო­ზარ­დის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა მე­წყერ­მა. ჩო­ჩხა­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, კერ­ძოდ, ჯი­ხან­ჯირ­ში არას­რულ­წლო­ვა­ნის ძებ­ნა ლა­მის მთე­ლი დღეა გაგ­რძელ­და. ახ­ლობ­ლე­ბი ბო­ლომ­დე არ კარ­გავ­დნენ იმედს, რომ მო­ზარდს ცო­ცხალს იპო­ვიდ­ნენ. რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ლან­ჩხუ­თის მე­რის მო­ად­გი­ლე თორ­ნი­კე ტი­კა­ძემ გა­ნა­ცხდა, ბავ­შვს სტი­ქი­ის დროს დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბა­ში ეძი­ნა, რო­მე­ლიც მე­წყრე­მა და­ფა­რა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დი მე-7 კლა­სე­ლი იურა გუ­ჯა­ბი­ძეა.

"არ ვიცი, რა უნდა გი­თხრათ, ეს უკარ­გე­სი ბიჭი, ძა­ლი­ან კარ­გი და ინ­ტე­ლი­გენ­ტი ოჯა­ხის შვი­ლია. ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ში ვართ... ღა­მის 11 სა­ათ­ზე მო­ვარ­და მე­წყე­რი წუ­ხელ, იმ დრო­ი­დან ოჯა­ხი შვე­ლას ითხოვ­და. ეზო­ში ჰქონ­დათ დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბა, "კუხ­ნას" რომ ეძა­ხი­ან, იქ ეძი­ნა ბავ­შვს. უცებ მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. იხილეთ სრულად