"გრძელი და ძალიან რთული დღე იყო" - რას წერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი? - კვირის პალიტრა

"გრძელი და ძალიან რთული დღე იყო" - რას წერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი?

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე გურიის სტიქიის ზონაში გარდაცვლილების ოჯახებს უსამძიმრებს:

"გრძელი და ძალიან რთული დღე იყო. მადლობა ყველას, ვინც თავდაუზოგავად იმუშავა ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად. ვრჩებით ხაზზე და განვაგრძობთ სამუშაოებს ყველა მიმართულებით.ვუსამძიმრებთ ოჯახებს, ვინც უძვირფასესი ადამიანები და ახლობლები დაკარგეს" - წერია ავთანდილ თალაკვაძის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

talakvadze-1694193823.jpgscreenshot-2023-09-08-212332-1694193836.png

თალაკვაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი და მოქმედებს ცხელი ხაზი: 577 601 304