"გარდაცვლილი 12 წლის იური გუჯაბიძეა" - რას ჰყვება სოფელ ჩოჩხათის მკვირდი მეწყერში მოყოლილ მოზარდზე?
გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე გარდაცვლილი იპოვეს, რომელიც 12 წლის იური გუჯაბიძეა.
"სამწუხაროდ ეს ტრაგედია სოფელ ჯიხანჯირში მოხდა, გარდაცვლილი 12 წლის იური გუჯაბიძეა, რამდენიმე საათის წინ ნახეს, პატარა "კუხნა" სახლში ეძინა" - ამბობს სოფელ ჩოჩხათის მკვირდი ირაკლი მარშანიშვილი.