"შვილს რამდენიმე ტყვია ესროლა" - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მამამ შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა - კვირის პალიტრა

"შვილს რამდენიმე ტყვია ესროლა" - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მამამ შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მამამ შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამამ შვილს რამდენიმე ტყვია ესროლა.

“გურია ნიუსი” ესაუბრა მერის წარმომადგენელს ნარუჯაში. მან ფაქტი დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ მკვლელობის ადგილზე იმყოფება პოლიცია.

“კონფლიქტური ოჯახი არ ყოფილა. არ ვიცი რა მოხდა. პოლიცია გაარკვევს”, - ამბობს ზვიად მიქელაძე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ცნობით მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ასევე, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარებას გულისხმობს.