“ესპანელებს ომი უნდათ, ჩვენ კი მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება” - როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი საქართველოს ნაკრების დამარცხებას?
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 1:7 დამარცხდა.
პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 0:4 დათმო. მამარდაშვილის კარში პირველი გოლი 22 - ე წუთზე ალვარო მორატამ გაიტანა, 27-ე წუთზე ავტოგოლი კვირკველიამ მიითვალა, 38 წუთზე ქართველების კარი დანი ოლმომ დალაშქრა, მე-40 წუთზე კი ისევ - მორატამ.
საბოლოოდ გამანადგურებელი ანგარიშით დავმარცხდით.
საბოლოო ანგარიში 1:7 დაფიქსირდა. როგორც ირკვევა, ასეთი დიდი ანგარიშით საქართველოს ნაკრები ისტორიის განმავლობაში არ დამარცხებულა.
საქართველოს ნაკრების დამარცხებას სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილიც გამოეხმაურა:
“ესპანელებს ომი უნდათ, ჩვენ კი მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება” - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია" - წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქზე.