საქართველოს ეროვნული არქივი განცახდებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

საქართველოს ეროვნული არქივი განცახდებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული არქივის განცხადებით, შენობა, რომელსაც ცეცხლი, გაუჩნდა ეროვნული არქივის საკუთრებაში იყო. როგორც „ინტერპრესნიუს“ ეროვნულ არქივში განუცხადეს, აღნიშნული შენობა ეროვნული არქივის ეზოში მდებარე ცალკე ნაგებობა იყო.

„შენობა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა საქართველოს ეროვნულ არქივს ეკუთვნოდა. აღნიშნული შენობა ეროვნული არქივის ეზოში მდებარე ცალკე შენობა იყო, სადაც ინახებოდა ნიტროფუძიანი ძველი კინოფირები. სხვა შენობას და საცავზე ცეცხლი არ გადასულა, არავინ დაზარალებულა. ის მასალა, რაც კინოფირებში იყო, ყველაფერი გაციფრულებულია დიდი ხნის წინ და არქივში ინახება“,- აცხადებენ საქართველოს ეროვნულ არქივში.

"ინტერპრესნიუსი"