მიწის მასის ჩამოშლის გამო, შატილის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია - კვირის პალიტრა

მიწის მასის ჩამოშლის გამო, შატილის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე, ღამით მოსული ნალექის შედეგად, ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.