"შვილების გადასარჩენად ყველაფერზე წახვალ ადამიანიო" - როგორ ტოვებენ გურიაში სტიქიის ზონას მოქალაქეები?
8 სექტემბერს გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.
სტიქიამ სამი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე.
მოქალაქეები სოციალურ ქსელში უამრავ ფოტოსა და ვიდეოს აქვეყნებე, სადაც ჩანს როგორ ტოვებენ ისინი ტერიტორიას:
"ხორეთიდან დღეს ასე გამოაღწია რამდენიმე ოჯახმა! ქალბატონმა: "შვილების გადასარჩენად ყველაფერზე წახვალ ადამიანიო" - წერს სოციალურ ქსელში ნინია ბარამიძე და ვიდეოს აქვეყნებს. (წყარო)