"ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა, ოჯახის ყველა წევრი სახლში იმყოფებოდა" - წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ორი სახლი დაიწვა - კვირის პალიტრა

"ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა, ოჯახის ყველა წევრი სახლში იმყოფებოდა" - წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ორი სახლი დაიწვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივის ინფორმაციით, ერთი-ერთ სახლს ცეცხლი გუშინ, გვიან ღამით გაუჩნდა, სადაც ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა. მეორე სახლი გამთენიისას დაიწვა, თუმცა ხანძრის დროს იქ არავინ არ იყო.

მისივე ცნობით, ვერცერთმა ოჯახმა ცეცხლმოკიდებული სახლებიდან ნივთების გამოტანა ვერ მოასწრეს.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებოდნენ. ხანძარი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროგაყვანილობა სახელდება.

წალენჯიხის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური დახმარებას გაუწევენ.

"ინტერპრესნიუსი"