"მანქანა ისეთი სისწრაფით დაგვეჯახა, რომ მე და მამიდა სადღაც გადაგვყარა... ვფიქრობდი, ეს განსაცდელი რაღაცის გამო მოხდა-თქო" - ახალი სიცოცხლე, რომელმაც გვანცა ზადიშვილი წარმატებულ პარასპორტსმენად აქცია - კვირის პალიტრა

"მანქანა ისეთი სისწრაფით დაგვეჯახა, რომ მე და მამიდა სადღაც გადაგვყარა... ვფიქრობდი, ეს განსაცდელი რაღაცის გამო მოხდა-თქო" - ახალი სიცოცხლე, რომელმაც გვანცა ზადიშვილი წარმატებულ პარასპორტსმენად აქცია

გვან­ცა ზა­დიშ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პა­რას­პორ­ტსმე­ნია, მო­ფა­რი­კა­ვე. მსოფ­ლიო თა­სის ვერ­ცხლის პრი­ზი­ო­რი გახ­ლავთ, გუნ­დურ ჩათ­ვლა­ში მსოფ­ლიო და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, გუნ­დურ­ში კი მსოფ­ლიო თა­სის მედ­ლე­ბის მფლო­ბე­ლი... პა­რა­მო­ფა­რი­კა­ვე მის ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი ამ­ბის შემ­დეგ გახ­და. ამ­ბობს, რომ ფა­რი­კა­ო­ბამ გა­და­არ­ჩი­ნა...

წლე­ბის წინ ასე­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა. მისი ცხოვ­რე­ბა მას შემ­დეგ სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა...

გვან­ცა ზა­დიშ­ვი­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ამ­ბავს გვიყ­ვე­ბა:

- ბავ­შვო­ბა­ში მო­უს­ვე­ნა­რი და ცელ­ქი ვი­ყა­ვი. ხე­ებ­ზე, ავ­ტო­ფა­რე­ხებ­ზე დავ­ძვრე­ბო­დი. ერთხელ ხი­და­ნაც ჩა­მოვ­ვარ­დი. დიღ­მის მა­სივ­ში ვცხოვ­რობ­დი, სკო­ლაც იქ და­ვამ­თავ­რე. და­წყე­ბით კლა­სებ­ში ფრი­ა­დებ­ზე ვსწავ­ლობ­დი. ჩემი ფოტო სა­ნი­მუ­შო მოს­წავ­ლე­ე­ბის სტენ­დზეც იყო გა­მოკ­რუ­ლი...

მეშ­ვი­დე-მე­ცხრე კლას­ში კი სწავ­ლის გარ­და ყვე­ლა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ერთხელ მას­წავ­ლე­ბელ­მა წყალ­წა­ღე­ბუ­ლა­დაც მო­მიხ­სე­ნია. გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­თხრა - ნიშ­ნე­ბი ჟურ­ნალ­ში ჩა­გი­ყა­რე, რომ კლას­ში არ ჩარ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვიო. მოკ­ლედ, დიდი ჩა­ვარ­დნის პე­რი­ო­დი მქონ­და. მე­ა­თე კლა­სის მე­ო­რე სე­მესტრში კი დამ­რი­გე­ბელ­მა გა­მოგ­ვი­ცხა­და, ბავ­შვე­ბო, კლას­ში 2 ათო­სა­ნი გვყავ­სო. ერთ-ერთი მე ვი­ყა­ვი. მე­ა­თე კლა­სი­დან აღ­მას­ვლა და­ვი­წყე და უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­რი­ო­დამ­დე გამ­ყვა.

- სა­მო­მავ­ლოდ ბევ­რი სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სია მინ­დო­დაო, სა­ბო­ლო­ოდ, სად ჩა­ა­ბა­რე?

- ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გე­ო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე… მაგ დროს კომ­პი­უ­ტე­რი არ მქონ­და და ჩემ­მა კლა­სელ­მა შე­იყ­ვა­ნა უნი­ვერ­სი­ტე­ტის კო­დე­ბი. იმ დრო­ის­თვის ეკო­ნო­მი­კურ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა უზო­მოდ მინ­დო­და. ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დის შე­დე­გი რომ და­ი­დო, აღ­მოჩ­ნდა, რომ პირ­ვე­ლი არა და მე­ო­რე გე­ო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტი მქონ­და ჩა­წე­რი­ლი. ლა­მის გავ­გიჟ­დი, სა­ერ­თოდ არ დამ­სიზ­მრე­ბია ასე­თი ფა­კულ­ტე­ტი თუ არ­სე­ბობ­და. ბევ­რი ვი­ტი­რე, დედა მა­წყნა­რებ­და, არა უშავს, მერე სხვა­გან გა­დახ­ვა­ლო. სწავ­ლა რომ და­ვი­წყე, იმ­დე­ნად შე­მიყ­ვარ­და ეს პრო­ფე­სია, პირ­ვე­ლი­ვე სე­მესტრის მერე გან­ვა­ცხა­დე, არ­სად გა­დავ­დი­ვარ, გე­ო­ლო­გი­ურს ვაგ­რძე­ლებ-თქო. თა­ვის ქე­ბა­ში არ ჩა­მო­მარ­თვათ, მაგ­რამ ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და გა­მო­სა­ჩე­ნი სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი. ლექ­ტო­რე­ბი მა­ქებ­დნენ, სტი­პენ­დი­ა­ტიც ვი­ყა­ვი. ჩემი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია მიყ­ვარ­და. ერთხელ ლექ­ტორ­მა მკი­თხა, შენი პრო­ფე­სი­ით ხომ გინ­და სამ­სა­ხუ­რი და­ი­წყოო? რო­გორ არა-მეთ­ქი. მერე მთა­ვარ ჰიდ­რო­გე­ო­ლოგ­თან შე­მახ­ვედ­რა, მუ­შა­ო­ბა ბორ­ჯომ­ში უნდა და­მე­წყო. მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზეც ჰიდ­რო­გე­ო­ლო­გი­ა­ზე ჩა­ვა­ბა­რე. დიდი გეგ­მე­ბი მქონ­და.

gvancaior-58614-1694255605.jpg

- რა­ღაც ეტაპ­ზე მარ­ტო ცხოვ­რობ­დი, რად­გა­ნაც მამა სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა, დედა და ძმა ემიგ­რა­ცი­ა­ში იყ­ვნენ, ხომ?

- კი, ასე იყო. მამა ჩემს ავა­რი­ამ­დე ერთი წლით ადრე გარ­და­იც­ვა­ლა, რაც ჩემი ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი ტრა­გე­დია აღ­მოჩ­ნდა. ჩემს ამ­ბავ­ზე არც მქონ­და სა­ერ­თოდ რე­აქ­ცია, რად­გან ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ტრა­გე­დია უკვე მომ­ხდა­რი იყო. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც მა­ნამ­დე ვა­შე­ნებ­დი, და­მენგრა. სა­ერ­თოდ რო­მელ სწავ­ლა­ზე და წარ­მა­ტე­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი. რო­გორ უნდა მე­ცხოვ­რა, ისიც არ ვი­ცო­დი. წა­ვი­და და სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა და­მი­ტო­ვა... მე­გო­ნა, რომ მამა იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ გარ­და­იც­ვლე­ბო­და. სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით.

- მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთ წე­ლი­წად­ში, რო­გორც აღ­ნიშ­ნე, ავა­რი­ა­ში მო­ყე­ვი...

- მა­მა­ჩე­მის ბი­ძაშ­ვი­ლი, მა­მი­დას ვე­ძა­ხით, რა­ი­ო­ნი­დან ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე იყო ჩა­მო­სუ­ლი, მე და ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლიც მოგ­ვი­ნა­ხუ­ლა. მერე, რომ ვა­ცი­ლებ­დი, მას­თან ერ­თად გა­ჩე­რე­ბა­ზე ვი­დე­ქი. არ ვიცი, რა­ტომ, მაგ­რამ უეც­რად ისე­თი შეგ­რძნე­ბა და­მე­უფ­ლა, რომ საფრ­თხის მო­ახ­ლო­ე­ბის უდი­დე­სი შიში ვიგ­რძე­ნი. გა­ვი­ხე­დე-გა­მო­ვი­ხე­დე და საფრ­თხე არა­ფე­რი იყო, ამ შიშ­მა 2 ნა­ბი­ჯით უკან მა­ინც და­მა­ხე­ვი­ნა.

მერე ვი­ფიქ­რე, რა უნდა მოხ­დეს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­დი­ან მან­ქა­ნე­ბი და ერთი ნა­ბი­ჯი ისევ წინ გად­მოვ­დგი... ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში მოხ­და, მა­მი­დას ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, რომ უცებ თით­ქოს ჩა­მობ­ნელ­და, თვა­ლე­ბი რომ გა­ვა­ხი­ლე, ვი­ღაც ბიჭს ხელ­ში ვე­ჭი­რე, რო­მელ­მაც მახ­სოვს, და­იყ­ვი­რა, თვა­ლე­ბი გა­ა­ხი­ლაო... თვა­ლე­ბი რომ გა­ვა­ხი­ლე, ფან­ჯრე­ბის მსხვრე­ვის ხმა ყურ­ში ჩა­მეს­მა. ვე­რა­ფერს მივ­ხვდი, გარ­და იმა­სა, რომ ჩემი სი­ცო­ცხლის ბოლო წა­მე­ბი იყო. ამი­ტომ, სა­კუ­თარ თავს ვუ­თხა­რი - გვან­ცა, დატ­კბი-თქო და ცაში ყუ­რე­ბა და­ვი­წყე. ნო­ემ­ბე­რი იყო... მერე და მერე გო­ნე­ბა რომ არ დავ­კარ­გე, გა­დარ­ჩე­ნის შან­სი მო­მე­ცა. პა­ნი­კა და ის­ტე­რი­კე­ბი არ და­მი­წყია. მაქ­სი­მა­ლუ­რად თავ­დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მი ჩავ­რთე, ერ­თა­დერ­თი, ექი­მებს ვე­უბ­ნე­ბო­დი, ფეხი გა­მის­წო­რეთ-მეთ­ქი... მენჯ-ბარ­ძა­ყის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ვი­ღე და კი­დევ 17 სხვა და­ზი­ა­ნე­ბა მქონ­და. ყვე­ლა­ზე მე­ტად მენჯ-ბარ­ძა­ყის არე მტკი­ო­და. ექიმ­მა მი­თხრა, შენ­მა მდე­ბა­რე­ო­ბამ, სა­დაც იდე­ქი, გა­დარ­ჩე­ნა­ში დიდი როლი ითა­მა­შაო... თუმ­ცა მა­მი­და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა... (გააგრძელეთ კითხვა)