"ბავშვმა მარჯვენა თვალი დაკარგა... ექიმები ოპერაციას 9 საათის განმავლობაში უტარებდნენ..." - როგორია ლერი შაინიძის მდგომარეობა, რომელსაც ფეიერვერკი აუფეთქდა?
10 წლის ლერი შაინიძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემტკვირობდა, საბედნიეროდ უკვე კონტაქტურია. ამის შესახებ ინფორმაცია თიკო აბაშიძემ მოგვაწოდა. მისი თქმით, ბავშვი რენიმაციულ განყოფილებაში მამამ მოინახულა.
შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა ხელვაჩაურში სამი დღის წინ მოხდა. 10 წლის ლერიმ ქუჩაში გადაგდებული ფეიერვერკი იპოვა, მისი ანთება სცადა, ამ დროს ხელში აუფეთქდა და ბავშვმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო. სამწუხაროდ, ცალი თვალი დაკარგა, ჰქონდა ყბა-სახის მოტეხილობები. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ თბილისში, რეანიმობილით გადმოიყვანეს. ექიმები ელოდებოდნენ მდგომარეობის დასტაბილურებას, რომ პატარა ბიჭისთვის გადაუდებელი ოპერაციები ჩაეტარებინათ.
მას ოპერაციას ექიმები 9 საათის განმავლობაში უტარებდნენ.. ოპერაციას ბავშვმა გმირულად გაუძლო, სამწუხაროდ მარჯვენა თვალის სრული ამოკვეთა მოხდა, მარცხენა თვალზე ხანგრძლივი რეაბილიტაციის და მკურნალობის შემდეგ მხედველობა დაუბრუნდება.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ფონდი იალქანის" წარმომადგენელმა თიკო აბაშიძე გაახმაურა ეს ფაქტი და ამ დრომდე გვერდში უდგას მამას, რომელიც მარტო ზრდის თავის პატარა ბიჭს. მათ ახლა საზოგადოების დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროებათ, რადგან ოჯახს ფინანსური საშუალება არ აქვს. ბავშვის რეაბილიტაცია კი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თიკო მაქსიმალურად ჩართულია საქმეში, ეკონტაქტება ექიმებსაც. ოჯახს ეხლა ძალიან სჭირდება თქვენი გვერდში დოგმა, ამბობს ის, 1 ლარიც კი ძალიან მნიშვნელოვანია. მსურველებმა დანიშნულებაში მიუთითეთ ლერისთვის:
საქველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან
09 01 200 128
ჩარიცხვა საზღვარგარეთიდან ფეიფალით
https://paypal.me/IMotskobili
მიმღები:ააიპ იალქანი
ს/კ 445473014
საქართველოს ბანკი
GE55BG0000000588221400
თიბისი ბანკი
GE12TB7990736080100007
დოლარის ანგარიში
GE94TB7990736180100002
(სპეციალურად საიტისთვის)