მაროკოში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 820-ს გადააჭარბა - კვირის პალიტრა

მაროკოში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 820-ს გადააჭარბა

მაროკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, მსხვერპლთა რიცხვმა 820-ს მიაღწია.

სტიქიის შედეგად დაშავდა სულ მცირე 330 ადამიანი. მიწისძვრის სიმძლავრე 6.8 მაგნიტუდას შეადგენდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა.

სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. The Guardian-ის ინფორმაციით, მარაკეშში, რომლის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში არის შეტანილი, რამდენიმე ისტორიული შენობა, მათ შორის, მეჩეთის მინარეთი დაინგრა.

იხილეთ ასევე: დამანგრეველი მიწისძვრა მაროკოში - ფოტოები