"ძალიან ბევრმა ადამიანმა გაგაცილეთ შორიდან უკანასკნელ გზაზე, შენს უფროს ვაჟკაცთან ერთად" - ზაზა მესხი და მისი ვაჟი დაკრძალეს - კვირის პალიტრა

"ძალიან ბევრმა ადამიანმა გაგაცილეთ შორიდან უკანასკნელ გზაზე, შენს უფროს ვაჟკაცთან ერთად" - ზაზა მესხი და მისი ვაჟი დაკრძალეს

შო­ვის სტი­ქი­ი­სას და­ღუ­პუ­ლი ზაზა მეს­ხი და მისი უფ­რო­სი ვაჟი დღეს დაკ­რძა­ლეს. ორ მო­ზარდს, 10 და 12 წლის ბი­ჭებს ჯერ კი­დევ ეძე­ბენ, 12 წლის მო­ზარ­დი სტი­ქი­ას შე­წი­რუ­ლი ზაზა მეს­ხის შვი­ლია, 10 წლის კი - გერი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ზაზა მეს­ხი უწე­რა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. 3 აგ­ვის­ტოს ისი­ნი შო­ვის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­ვიდ­ნენ, რის შემ­დე­გაც მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

ზაზა ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი თვით ჩა­მო­ვი­და. აქ 88 წლის დედა და და ელოდ­ნენ.

"მძი­მე დღეა დღეს. დი­ლი­დან სა­ათს ვუ­ყუ­რებ­დი, სა­ქარ­თვე­ლოს დრო რომ გა­მო­მეთ­ვა­ლა, სა­ვა­რა­უ­დო დაკ­რძალ­ვის დრო. ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა და მე­გო­ბარ­მა გა­გა­ცი­ლეთ შო­რი­დან უკა­ნას­კნელ გზა­ზე, შენ უფ­როს ვაჟ­კაც­თან ერ­თად, ჩვე­ნო Zaza. თუმ­ცა იმი­ერ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა ერ­თად ხართ, რო­გორც ამ ფო­ტო­ზე.

იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა ხოლ­მე ასე­თი ტრა­გე­დი­ე­ბი და ზუს­ტად ამ იშ­ვი­ა­თი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის მსხვერ­პლნი გახ­დით, სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხვე­ვის. ათას­ჯერ ნათ­ქვამს გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ეს ტკი­ვი­ლი არას­დროს გა­ნელ­დე­ბა". (გააგრძელეთ კითხვა)