"ოჯახის 10 წევრი დამეღუპა... ეს იყო სრული ქაოსი, ნამდვილი კატასტროფა, სიგიჟე" - რას ჰყვებიან დამანგრეველ მიწისძვრას გადარჩენილი მაროკოელები
მაროკოში დამანგრეველ მიწისძვრას 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს და გარდაცვლილთა რიცხვი დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდება.
სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.
ადგილობრივები მედიასთან საუბრისას აცხადებენ, რომ მიწისძვრის დროს, მოსახლეობის უმეტესობა სახლში იმყოფებოდა.
"ეს საშინელება თავს ღამით დაგვატყდა. შიშისგან გარეთ გავცვივდით. ხალხი შოკში იყო. მხოლოდ ყვირილის და ბავშვების ტირილის ხმა გვესმოდა. ეს იყო სრული ქაოსი, ნამდვილი კატასტროფა, სიგიჟე“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი BBC-თან საუბრისას. (გააგრძელეთ კითხვა)