ცნო­ბი­ლი ექი­მი-ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი, ფსი­ქი­ატ­რი და ნარ­კო­ლო­გი და­ვით ან­დღუ­ლა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა - კვირის პალიტრა

ცნო­ბი­ლი ექი­მი-ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი, ფსი­ქი­ატ­რი და ნარ­კო­ლო­გი და­ვით ან­დღუ­ლა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა

ცნო­ბი­ლი ექი­მი-ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი, ფსი­ქი­ატ­რი და ნარ­კო­ლო­გი და­ვით ან­დღუ­ლა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი და სოფო ან­დღუ­ლა­ძე ავ­რცე­ლებს.

და­ვით ან­დღუ­ლა­ძე ავ­ტო­საგ­ზა შემ­თხვე­ვის დროს მი­ღე­ბულ უმ­ძი­მეს და­ზი­ა­ნე­ბებს სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და. ის მკურ­ნა­ლო­ბის ინ­ტენ­სი­ურ კურსს გა­დი­ო­და, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე მის ფარ­გლებს გა­რეთ. ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც იგი გერ­მა­ნი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. გერ­მა­ნი­ა­ში მას არა­ერ­თი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მა­ინც მძი­მე იყო, ის სა­წოლს იყო მი­ჯაჭ­ვუ­ლი.

2020 წლის 22 მა­ი­სის ღა­მით, მას შემ­დეგ რაც ქვე­ყა­ნა­ში პან­დე­მი­ის გამო და­წე­სე­ბუ­ლი "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი" გა­უქ­მდა, თბი­ლის­ში, თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ავა­რია მოხ­და, რა დრო­საც მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა ვე­ლო­სი­პე­დისტს და­ე­ჯა­ხა. ვე­ლო­სი­პედს და­ვით ან­დღუ­ლა­ძე მარ­თავ­და.