სარფში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა - კვირის პალიტრა

სარფში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

სარფში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ორი დაშავებული კლინიკა “BMS”- ში ხოლო კიდევ ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ბათუმის სარფის დამაკავშირებელ გზაზე, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაყირავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.