"ხელი ჩავყავი ძალიან ღრმად მეწყერში, მინდოდა, რომ ბავშვის წელამდე ჩავსულიყავი და ამომეყვანა იქედან.." - კვირის პალიტრა

"ხელი ჩავყავი ძალიან ღრმად მეწყერში, მინდოდა, რომ ბავშვის წელამდე ჩავსულიყავი და ამომეყვანა იქედან.."

შოვის ტრაგედიის დროს გადარჩენილებმა დავით ჯელაძემ, მარიამ ბერიანიძემ, ლანა ჯელაძემ და გიორგი ადამიამ ნოე სულაბერიძის საავტორო გადაცემაში ტრაგედიის დღე გაიხსენეს და მაყურებელს საკუთარი გადარჩენის საოცარი ისტორიები უამბეს.

„მაშოს რომ შევხედე, უკვე სახე და ყურები მეწყერში აქვს, ვფიქრობდი, როგორმე ძალა უნდა მოვიკრიბო, რომ მეწყერიდან ამოვიყვანო ეს ბავშვი.. ხელი ჩავყავი ძაან ღრმად მეწყერში, მინდოდა, რომ ბავშვის წელამდე ჩავსულიყავი და ამომეყვანა იქედან.. რა ძალა მქონდა არ ვიცი..“ - ყვება გადარჩენილი დავით ჯელაძე.

„მომენტი, როცა დავითმა თავი ამოყო და ზურგზე მაშო ჰყავს ისევ მოსმული, იყო ჩვენთვის სასწაული მომენტი.. ისინი რომ გადარჩნენ და ეს შეძლეს, ანუ ჩვენც რაღაცას მოვახერხებთ..“ - იხსენებს მარიამ ბერიანიძე.