მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 100-ს გადააჭარბა, მაშველები შიშველი ხელებით ცდილობენ გადარჩენილების ნანგრევებიდან ამოყვანას - კვირის პალიტრა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 100-ს გადააჭარბა, მაშველები შიშველი ხელებით ცდილობენ გადარჩენილების ნანგრევებიდან ამოყვანას

მა­რო­კო­ში და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 2 100-ს გა­და­ა­ჭარ­ბა, სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა. BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­რა­კე­შის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე მთი­ან სოფ­ლებ­ში მაშ­ვე­ლებს გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბის ძებ­ნა შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით უწევთ, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ნან­გრე­ვე­ბით და­ფა­რუ­ლი გზე­ბის გა­საწ­მენ­დად გაგ­ზავ­ნა.

მა­რო­კო­ე­ლი მაშ­ვე­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ვიდ­ნენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი ეს­პა­ნე­თი­დან, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო­დან, კა­ტა­რი­დან და არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი­დან. დახ­მა­რე­ბის­თვის მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვეს საფ­რან­გეთ­მა, აშშ-მა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ. BBC-ი წერს, რომ მა­რო­კოს­თვის ამ დახ­მა­რე­ბას ახლა გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გან ყო­ვე­ლი გა­სუ­ლი სა­ა­თი ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პოვ­ნის შან­სებს ამ­ცი­რებს.

შე­გახ­სე­ნებთ, 6.8 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა მა­რო­კო­ში 8 სექ­ტემ­ბერს გვი­ან ღა­მით მოხ­და. 20 წუ­თის შემ­დეგ მას გან­მე­ო­რე­ბი­თი 4.9 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წის­ქვე­შა ბიძ­გი მოჰ­ყვა. სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრი ქა­ლაქ მა­რა­კე­ში­დან სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით ატ­ლა­სის მთებ­ში, 71 კმ-ის სიღ­რმე­ში და­ფიქ­სირ­და.