მილიონნახევარზე მეტი მსესხებელი და 37 მილიარდზე მეტი გაცემული კრედიტი - საქართველოს რამდენი მოქალაქეა ბანკების "შავ სიაში" ?! - კვირის პალიტრა

მილიონნახევარზე მეტი მსესხებელი და 37 მილიარდზე მეტი გაცემული კრედიტი - საქართველოს რამდენი მოქალაქეა ბანკების "შავ სიაში" ?!

საქართველოში მსესხებლების 11,9%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.

კერძოდ, 2023 წლის აგვისტოს სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 229 406 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 456 279-ს შეადგენს. საერთო ჯამში, აგვისტოს მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 933 927 ადამიანს აქვს, ჯამში 41 658 060 194 ლარის მოცულობის.

აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 82% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, აგვისტოს მდგომარეობით, ბანკებიდან 37 875 001 404 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 585 155 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 7.1%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 112 147-ია.

განაგრძე კითხვა