"13 წელია ნუნუკა ჩემი მეგობარია, უახლოესი მეგობარი და ყოველ წელს, მის დაბადების დღეს ვიკრიბებით გოგოები" - რას წერს პრემიერის მეუღლის მეგობარი? - კვირის პალიტრა

"13 წელია ნუნუკა ჩემი მეგობარია, უახლოესი მეგობარი და ყოველ წელს, მის დაბადების დღეს ვიკრიბებით გოგოები" - რას წერს პრემიერის მეუღლის მეგობარი?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მე­უღ­ლის, ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღის სა­ზე­ი­მო აღ­ნიშ­ვნა­ზე "ტვ პირ­ვე­ლის" მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტის შემ­დეგ, ამ თე­მას დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა. "გლო­ბალ ბე­ნე­ფიტს ჯორ­ჯი­ას“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ნინა კო­ბა­ხი­ძე ამ სა­კითხს "ფე­ის­ბუკ­ში" გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"13 წე­ლია ნუ­ნუ­კა ჩემი მე­გო­ბა­რია, უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი და ყო­ველ წელს მის და­ბა­დე­ბის დღეს ვიკ­რი­ბე­ბით გო­გო­ე­ბი (უმე­ტეს­წი­ლად გო­გო­ე­ბი). არც თა­ნამ­დე­ბო­ბა ქონ­და მის ქმარს და გა­დამ­დგარ რე­ჟიმ­შიც არ­ცერ­თი წელი არ გა­მოგ­ვი­ტო­ვე­ბია, რომ ეს დღე არ აგ­ვეღ­ნიშ­ნა, მა­ში­ნაც ასე ვიკ­რი­ბე­ბო­დით, როცა დევ­ნიდ­ნენ მის ოჯახს. წელ­საც სი­ურპრი­ზად ისევ გო­გო­ე­ბი 50-60-მდე შე­ვიკ­რი­ბეთ. არც ელო­და, ნი­კოს გამ­გზავ­რე­ბის გამო არ ქონ­და სურ­ვი­ლი გა­დახ­დის და არ ჩა­ვუგ­დეთ მე­გობ­რებ­მა ეს დღე.

მისი ქორ­წი­ნე­ბის 20 წლის­თა­ვიც ემ­თხვე­ვა ამ დღეს და­მა­ტე­ბით. შატო ვე­რეს 60 კა­ცი­ან დარ­ბაზ­ში შე­ვიკ­რი­ბეთ - დრონ­მაც კარ­გად და­ა­ფიქ­სი­რა ქა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

ხარ­ჯებს რაც შე­ე­ხე­ბა, მე­გობ­რე­ბის მო­წყო­ბილ დაბ. დღეს ხარჯს ვინ გა­და­იხ­დი­და, მგო­ნი, არა­ვის გა­უკ­ვირ­დე­ბა მე­გობ­რო­ბის­თვის მო­წყო­ბი­ლი სი­ურპრი­ზე­ბი. სამ­თავ­რო­ბო თვითმფრი­ნა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა კერ­ძო მიზ­ნე­ბის­თვის, პი­რა­დი ხარ­ჯით შე­საძ­ლე­ბე­ლია კა­ნო­ნი­ე­რად და ამა­ზე ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა უკე­თე­სად უპა­სუ­ხონ.

10 კა­ცის თურ­ქი­შით ფრე­ნა უფრო იაფი დაჯ­დე­ბო­და თუ 20 წლის "ჯორ­ჯი­ან აირ­ვე­ი­სის" თვითმფრი­ნა­ვით, გა­და­ით­ვა­ლონ. ვინ და­ფა­რა და ოჯახ­მა! ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცია, კომ­პა­ნი­ე­ბი მუმ­დი­ვად ვქი­რა­ობთ თვითმრფრი­ნა­ვებს დიდი ჯგუ­ფე­ბი და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი როცა მიგ­ვყავს. პ.ს როცა ჩემ მე­გო­ბარს ეხე­ბი­ან ასე ბინ­ძუ­რად, მეც მე­ხე­ბი­ან და ამ დროს სი­მარ­თლე ყო­ველ­თვის უნდა ით­ქვას პირ­და­პირ, შე­ლა­მა­ზე­ბის გა­რე­შე. ზო­გა­დად პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ბა­ტი არ უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის არა­კო­რექ­ტულ კრი­ტი­კას. ჩაც­მუ­ლო­ბას, გა­რეგ­ნო­ბას და სამ­ხატ­ვრო გე­მოვ­ნე­ბას. ვი­სა­უბ­როთ საქ­მე­ზე, კა­ნონ­ზე და მის უზე­ნა­ე­სო­ბა­ზე - და­ნარ­ჩე­ნი ლი­რი­კაა", - წერს ნინა კო­ბა­ხი­ძე.