რევოლუცია მედიცინაში: მეცნიერებმა ემბრიონის "ლაბორატორიული ასლი“ სპერმისა და კვერცხუჯრედის გარეშე შექმნეს - კვირის პალიტრა

რევოლუცია მედიცინაში: მეცნიერებმა ემბრიონის "ლაბორატორიული ასლი“ სპერმისა და კვერცხუჯრედის გარეშე შექმნეს

ის­რა­ე­ლელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მი შექ­მნეს, რო­მე­ლიც ემ­ბრი­ო­ნის­გან არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს ერთი ძი­რი­თა­დი სხვა­ო­ბა - თუკი ბუ­ნებ­რი­ვი ემ­ბრი­ო­ნის შექ­მნა­ში სპერ­მა­ტო­ზო­ი­დი და კვერ­ცხუ­ჯრე­დი მო­ნა­წი­ლე­ობს, მისი "ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ას­ლის“ შექ­მნა­ში არც ერ­თია სა­ჭი­რო და არც - მე­ო­რე.

ის­რა­ე­ლის ვე­იც­მა­ნის ინ­სტი­ტუ­ტის მკვლე­ვარ­თა აზ­რით, ემ­ბრი­ო­ნის ახ­ლე­ბუ­რი მო­დე­ლი ზუს­ტად ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ანა­ლო­გი.

ზრდის პრო­ცეს­ში მას­ში და­ფიქ­სირ­და ჰორ­მო­ნე­ბიც, რომ­ლებ­საც ექი­მე­ბი ორ­სუ­ლო­ბის და­სად­გე­ნად იყე­ნე­ბენ - ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ორ­სუ­ლო­ბის ანა­ლიზ­მა და­დე­ბი­თი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა.

ადა­მი­ა­ნუ­რი ემ­ბრი­ო­ნის კვლე­ვის გზა სავ­სეა იუ­რი­დი­უ­ლი, ეთი­კუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი დაბ­რკო­ლე­ბე­ბით. სწო­რედ ამი­ტომ, მეც­ნი­ე­რე­ბა­ში შე­იქ­მნა სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნუ­რი ემ­ბრი­ო­ნის სწრაფ გან­ვი­თა­რე­ბას იმი­ტი­რებს. (გააგრძელეთ კითხვა)