უკრაინელების უნიკალური ოპერაცია ყირიმში - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის დაზვერვა - კვირის პალიტრა

უკრაინელების უნიკალური ოპერაცია ყირიმში - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყირიმის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან ნავთობისა და გაზის საბურღ პლატფორმებზე კონტროლი აღადგინეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ნაწილებმა „ბოიკოს კოშკებზე“ კონტროლის დამყარების უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, „ბოიკოს კოშკებს" რუსები ვერტმფრენების დასასმელად და სარადარო აღჭურვილობის განსათავსებლად იყენებდნენ.

„ოპერაციის ერთ-ერთი ეტაპის დროს მოხდა ბრძოლა გემებზე მყოფ უკრაინულ სპეცრაზმსა და რუსულ "სუ-30"-ის მოიერიშე თვითმფრინავს შორის. ბრძოლის შედეგად რუსული თვითმფრინავი იძულებული გახდა უკან დაეხია“, - აცხადებენ უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში.

პლატფორმები, რომლებიც ცნობილია როგორც "ბოიკოს კოშკები", რუსეთის მიერ მას შემდეგ კონტროლდება, რაც მოსკოვმა 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია განახორციელა.

"ინტერპრესნიუსი"