ზუგდიდში მანქანა ქვეითს დაეჯახა - 25 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა - კვირის პალიტრა

ზუგდიდში მანქანა ქვეითს დაეჯახა - 25 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.

შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მძღოლი დაკავებულია.

"ინტერპრესნიუსი"