გარდაიცვალა ჟურნალისტი და მწერალი გია გაბრიჭიძე
58 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ჟურნალისტი და მწერალი გია გაბრიჭიძე.
როგორც ახლობლები ამბობენ, ის გულის მწვავე შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გია გაბრიჭიძე წლების განმავლობაში მუშაობდა პერიოდულ პრესაში, იყო გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის“ კორესპონდენტი და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი.