ევროპელები მგლების რიცხვის ზრდამ შეაშფოთა - ამ თემის განხილვას იწყებს ევროკომისია, რომლის პრეზიდენტის პონიც მგელმა იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

ევროპელები მგლების რიცხვის ზრდამ შეაშფოთა - ამ თემის განხილვას იწყებს ევროკომისია, რომლის პრეზიდენტის პონიც მგელმა იმსხვერპლა

ევ­რო­კავ­ში­რი მგლე­ბის კონ­სერ­ვა­ცი­ის სტა­ტუ­სის გა­და­ხედ­ვას გეგ­მავს მას შემ­დეგ, რაც მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლის სა­ხე­ო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ საგ­რძნობ­ლად იმა­ტა. მგლე­ბის მომ­რავ­ლე­ბას ფერ­მე­რე­ბის პრო­ტეს­ტიც მოჰ­ყვა.

"ევ­რო­პის ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში მგლე­ბის ხრო­ვის კონ­ცენ­ტრა­ცია პი­რუ­ტყვი­სა და პო­ტენ­ცი­უ­რად ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც, სა­ში­შია", - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა.

ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი და ეროვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მო­უ­წო­და, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ზო­მე­ბი მი­ი­ღონ. ეს თემა ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენტს გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ აწუ­ხებს, რაც გა­სულ სექ­ტემ­ბერს მისი პონი, სა­ხე­ლად დოლი, მგელ­მა მოკ­ლა. (გააგრძელეთ კითხვა)