"კი ბატონო, დავუჭერ მხარს პრემიერის იმპიჩმენტს, მაგრამ..." - რას ფიქრობს ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტზე ალეკო ელისაშვილი? - კვირის პალიტრა

"კი ბატონო, დავუჭერ მხარს პრემიერის იმპიჩმენტს, მაგრამ..." - რას ფიქრობს ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტზე ალეკო ელისაშვილი?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბის იმედ­ზე ვართ, რომ სა­კუ­თა­რი პრე­მი­ე­რის წი­ნა­აღ­მდეგ ხმას მის­ცე­მენ? - კი ბა­ტო­ნო, და­ვუ­ჭერ მხარს იმ­პიჩ­მენტს, მაგ­რამ რომ არ გა­მო­ვა ეს იმ­პიჩ­მენ­ტი?- ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი „ლე­ლოს“ ინი­ცი­ა­ტი­ვას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის იმ­პიჩ­მენ­ტის თა­ო­ბა­ზე.

ელი­საშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ინი­ცი­ა­ტი­ვა არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. დე­პუ­ტა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში მო­იწ­ვი­ონ და ჩარ­ტე­რის თა­ო­ბა­ზე კი­თხვე­ბი და­უს­ვან.

"როცა იცი, რომ საკ­მა­რი­სი ხმე­ბი არ გვაქვს, ამ პრო­ცე­სის და­წყე­ბას უბ­რა­ლოდ რა აზრი აქვს?! როცა ძლივს 50 ხმა გვაქვს ოპო­ზი­ცი­ა­ში და ამ საქ­მეს 76 ხმა სჭირ­დე­ბა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბის იმედ­ზე ვართ, რომ სა­კუ­თა­რი პრე­მი­ე­რის წი­ნა­აღ­მდეგ ხმას მის­ცე­მენ, თუ რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს არა­სე­რი­ო­ზუ­ლი რამ, ვერ ვხვდე­ბი! ამის ნაც­ვლად, სწო­რი იქ­ნე­ბა და­ვი­ბა­როთ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში და ის კი­თხვე­ბი და­ვუს­ვათ, რაც ხალ­ხს აქვს, თუ რა­ნა­ი­რად მოხ­და ეს პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში გა­სე­ირ­ნე­ბა. კი ბა­ტო­ნო, და­ვუ­ჭერ მხარს იმ­პიჩ­მენტს, მაგ­რამ რომ არ გა­მო­ვა ეს იმ­პიჩ­მენ­ტი? წი­ნას­წარ წა­გე­ბულ თა­მაშ­ში რა­ტომ შევ­დი­ვართ, ამას ვერ ვხვდე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.