"რუსეთიდან წასული მოქალაქეები დაბრუნდებიან - მათთვის კი, ვინც რუსეთის მტერი გახდა, სამშობლოში ადგილი არ მოიპოვება" - კვირის პალიტრა

"რუსეთიდან წასული მოქალაქეები დაბრუნდებიან - მათთვის კი, ვინც რუსეთის მტერი გახდა, სამშობლოში ადგილი არ მოიპოვება"

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „რუსეთის მტრად“ ცნობილი მოქალაქეების რიცხვის გადაჭარბება არ ღირს.

აღნიშნული განცხადება პესკოვმა რუსულ ტელეარხ „რბკ“-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, რუსული ეკონომიკის სტაბილურობის გათვალისწინებით, ის მოქალაქეები, ვინც რუსეთიდან წავიდა, ადრე თუ გვიან სამშობლოში დაბრუნდებიან.

„იმისდა მიხედვით, რაც ჩვენი მზარდი ბაზარი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება, იმ ნეგატიური ეკონომიკური ტენდენციების ფონზე, რომლებიც იმ ქვეყნებში ვითარდება, სადაც ეს ხალხი წავიდა, ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრ პროცესს საფუძვლად ეკონომიკა უდევს, რუსეთი კი, ეკონომიკის თვალსაზრისით, "საკმაოდ კარგად ცხოვრობს" და კარგ მაჩვენებლებს აჩვენებს, არამეგობრული ატმოსფეროს - უკრაინაში საომარი მოქმედებების განხორციელების გამო დაწესებული დასავლეთის სანქციების მიუხედავად.

„დაბრუნებისთვის არ უნდა მოემზადოს ის, ვინც ქვეყნის მტერი გახდა. ასეთებიც არსებობს, მაგრამ მათი რიცხვის გადაჭარბება არ ღირს. მათთვის, ვინც რუსეთის მტერი გახდა, სამშობლოში, ალბათ, ადგილი არ მოიპოვება”, - განაცხადა პესკოვმა.

"ინტერპრესნიუსი"