“სად წავიდა იაყუბლოს ტბა? წყალსაცავის დაშრობის შედეგად ათეულობით ტონა თევზი განადგურდა“ - დმანისში გადაღებულ კადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
“სად წავიდა იაყუბლოს ტბა? დმანისის მუნიციპალიტეტში 2 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტბა აღარ არის“ - რამდენიმე დღის წინ პლატფორმამ “M.A.P მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ“ გაავრცელა დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული იაყუბლოს წყალსაცავის ვიდეო, რომელიც სრულად არის დამშრალი.
როგორც ვიდეოს კომენტარებში ადგილობრივების ნაწილი წერს, აღნიშნული არის საირიგაციო წყალსაცავი, რომელსაც სეზონურად იყენებენ, ხოლო მისი ავსება თავიდან ხდება.
თუმცა მისმა დაცლამ პრობლემები გამოიწვია. როგორც “M.A.P მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ“ ავრცელებს, დმანისში იაყუბლოს წყალსაცავის დაშრობის შედეგად ათეულობით ტონა თევზი განადგურდა.
ვიდეო: "M.A.P მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ"