"მე და ჯარჯი დავშორდით.... თურმე როგორც არ უნდა ეცადო, იყო საუკეთესო მეუღლე, მაინც შეიძლება ფსკერზე აღმოჩნდე" - რას წერს თათია შარანგია? - კვირის პალიტრა

"მე და ჯარჯი დავშორდით.... თურმე როგორც არ უნდა ეცადო, იყო საუკეთესო მეუღლე, მაინც შეიძლება ფსკერზე აღმოჩნდე" - რას წერს თათია შარანგია?

პი­ა­ნის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­თია შა­რან­გია, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ იქორ­წი­ნა, მე­უღ­ლეს შორ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. რო­გორც ამ­ბობს, დე­ტა­ლებ­ზე და მი­ზე­ზებ­ზე ამ ეტაპ­ზე არ ისა­უბ­რებს.

"მე და ჯარ­ჯი დავ­შორ­დით. სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბის ხათ­რით, დე­ტა­ლებ­ზე და მი­ზე­ზებ­ზე არ ვი­სა­უბ­რებ, თუმ­ცა თბი­ლი­სი პა­ტა­რა ქა­ლა­ქია და ვთვლი, რომ ყვე­ლას ჩვე­ნი ად­გი­ლი გვაქვს სო­ცი­უმ­ში. თურ­მე რო­გორც არ უნდა ეცა­დო იყო სა­უ­კე­თე­სო, მი­ძღვნი­ლი მე­უღ­ლე, მა­ინც შე­იძ­ლე­ბა ფსკერ­ზე აღ­მოჩ­ნდე. ბო­დი­ში გულ­შე­მატ­კივ­რებს, ვი­საც ჩემს იმედ­გაც­რუ­ე­ბა­ზე გული და­წყდე­ბა. მთა­ვა­რია და­ცე­მის შემ­დეგ ძლი­ე­რად წა­მოდ­გე ფეხ­ზე და გპირ­დე­ბით, ამა­ში არ და­გა­ღა­ლა­ტებთ", - წერს თათა შა­რან­გია.

sharangia-1685991346.png

ცნო­ბის­თვის, თა­თია შა­რან­გი­ამ ჯარ­ჯი თო­რა­ძე­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ივ­ნის­ში იქორ­წი­ნა. ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნია თა­თი­ას და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ი­მარ­თა. შა­რან­გი­ამ და თო­რა­ძემ გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი მცხე­თა­ში გა­და­ი­ხა­დეს. შა­რან­გია-თო­რა­ძის ქორ­წილს არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო. მათ შო­რის, დი­ზა­ი­ნე­რი ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი თე­ო­ნა ბაღ­და­ვა­ძე, ცნო­ბი­ლი დერ­მა­ტო­ლო­გი ქე­თე­ვან ხიშ­ტო­ვა­ნი, ექი­მი სოფო ჯა­ფა­რი­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი ვიკა ბუ­კია, პო­ლი­ტი­კოს გი­ორ­გი ვა­შა­ძის მე­უღ­ლე ქეთი სი­ჭი­ნა­ვა.

ეს თა­თი­ას­თვის მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა იყო. პირ­ვე­ლად ის ექ­სპრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვილ­ზე, ლაშა შე­ვარ­დნა­ძე­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. (გააგრძელეთ კითხვა)