"სახლის მეპატრონე წლების შემდეგ ჩამოვიდა და ოთახში ჩონჩხი იპოვა. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, უცხოელია" - შემზარავი ამბავი სოფელ ომალოში - კვირის პალიტრა

"სახლის მეპატრონე წლების შემდეგ ჩამოვიდა და ოთახში ჩონჩხი იპოვა. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, უცხოელია" - შემზარავი ამბავი სოფელ ომალოში

თუშეთში, სოფელ ომალოში, ერთ-ერთ სახლში, დაახლოებით 1 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ცხედარი სახლის მეპატრონემ იპოვა, რომელიც უცხოეთში ცხოვრობდა და 2 წლის განმავლობაში ომალოში არ ყოფილა.

ადგილზე სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცია და წელიწადზე მეტი დროის წინ არის გარდაცვლილი.

„სახლის მეპატრონე წლებია აქ არ ყოფილა, ახლა ჩამოვიდა სახლის გასარემონტებლად და ასეთი ამბავი დახვდა. ჩამომხრჩვალი იყო და უკვე ჩონჩხი. მერე პოლიცია გამოიძახეს“, - აცხადებენ ადგილობრივები.

"ინტერპრესნიუსი"