ჯოზეფ ბორელის ბლოგი საქართველოზე და სამი გზავნილი ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის - კვირის პალიტრა

ჯოზეფ ბორელის ბლოგი საქართველოზე და სამი გზავნილი ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის

ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის პრო­ცე­სი არის ეროვ­ნუ­ლი მის­წრა­ფე­ბა, რო­მე­ლიც პარ­ტი­ულ პო­ლი­ტი­კა­ზე მაღ­ლა უნდა დად­გეს. ყვე­ლა ინ­სტი­ტუტ­მა ერ­თად უნდა იმუ­შა­ოს, ანუ ითა­ნამ­შრომ­ლოს. ქარ­თველ­მა ლი­დე­რებ­მა ეს ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი ხე­ლი­დან არ უნდა გა­უშ­ვან, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, ჯო­ზეფ ბო­რე­ლი სა­კუ­თარ ბლოგ­ში წერს.

ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტს იხ­სე­ნებს და აცხა­დებს, რომ ხალ­ხი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის სამი ძი­რი­თა­დი გზავ­ნი­ლის გა­ზი­ა­რე­ბა სურ­და.

"მსურ­და, სამი ძი­რი­თა­დი გზავ­ნი­ლი გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის. პირ­ვე­ლი: ეჭვგა­რე­შეა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პულ ოჯახს ეკუთ­ვნის. სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბი­სას იგ­რძნობთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ევ­რო­პულ სწრაფ­ვას. თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში უფრო მეტი ევ­რო­პუ­ლი დრო­შა ვნა­ხე, ვიდ­რე ევ­რო­პის დე­და­ქა­ლა­ქე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში. ქარ­თვე­ლე­ბის 80%-ზე მეტს სურს, რომ მათი ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­ში­რის ნა­წი­ლი გახ­დეს. ეს, რა თქმა უნდა, შთამ­ბეჭ­და­ვი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და ჩვენ სრუ­ლად ვა­ფა­სებთ ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. ჩემი ყოფ­ნის დროს ყვე­ლა ჩემ­მა თა­ნა­მო­სა­უბ­რემ გა­მოთ­ქვა თხოვ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მალე მი­ი­ღოს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. ეს არის მო­წო­დე­ბა, რო­მე­ლიც ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მუდ­მე­ბით მო­ვის­მი­ნეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ოპო­ზი­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან", - წერს ბო­რე­ლი.

-0:49 მისი მტკი­ცე­ბით, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა სა­ქარ­თვე­ლომ გარ­კვე­უ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი შე­ას­რუ­ლოს.

"ეს არის მო­წო­დე­ბა, რო­მელ­საც არ გვინ­და არ მო­ვუს­მი­ნოთ. თუმ­ცა, ამ გზა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ არის მკა­ფიო მო­თხოვ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ასა­ხუ­ლია ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ წა­მო­ყე­ნე­ბულ 12 პრი­ო­რი­ტეტ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­პულ გზა­ზე შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბი მათ­ზე მიღ­წე­ულ შე­დე­გებ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. გა­სუ­ლი ივ­ნი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ სამი მათ­გა­ნი მი­ი­ტა­ნა. მაგ­რამ და­ნარ­ჩენ ცხრა­ზე, საკ­მა­ოდ ბევ­რი სა­მუ­შაო რჩე­ბა შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. ეს ძი­რი­თა­დად ეხე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ას, ეკო­ნო­მი­კუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ას, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მას, სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მას, მე­დი­ის პლუ­რა­ლიზმს და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს. ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის პრო­ცე­სი არის ეროვ­ნუ­ლი მის­წრა­ფე­ბა, რო­მე­ლიც პარ­ტი­ულ პო­ლი­ტი­კა­ზე მაღ­ლა უნდა დად­გეს. ყვე­ლა ინ­სტი­ტუტ­მა ერ­თად უნდა იმუ­შა­ოს, ანუ ითა­ნამ­შრომ­ლოს. ქარ­თველ­მა ლი­დე­რებ­მა ეს ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი ხე­ლი­დან არ უნდა გა­უშ­ვან", - წერს ბო­რე­ლი.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ გზა­ზე ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­აა და იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­პულ გზა­ზე სწრა­ფად სვლა შეძ­ლოს, ქვეყ­ნის ყვე­ლა ინ­სტი­ტუტ­მა ერ­თად უნდა იმუ­შა­ოს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ გზა­ზე ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა მარ­თლაც ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­აა. იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ უნდა ითა­ნამ­შრომ­ლოს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად. მთავ­რო­ბამ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ­მა პარ­ტი­ამ უნდა იმუ­შა­ონ ისე­თი გა­რე­მოს შექ­მნა­ზე, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბამ კი­დევ უფრო გა­ზარ­და ეს კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლი პო­ლა­რი­ზა­ცია. იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­პულ გზა­ზე სწრა­ფად სვლა შეძ­ლოს, ქვეყ­ნის ყვე­ლა ინ­სტი­ტუტ­მა ერ­თად უნდა იმუ­შა­ოს, ანუ ითა­ნამ­შრომ­ლოს. ქარ­თველ­მა ლი­დე­რებ­მა არ უნდა გა­უშ­ვან ხე­ლი­დან ეს ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი", - წერს ბო­რე­ლი.

მისი თქმით, მე­ო­რე გზავ­ნი­ლი ეხე­ბო­და რუ­სე­თის აგ­რე­სი­ულ ომს და ამ კუ­თხით, მი­ე­სალ­მე­ბა ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის პრე­ვენ­ცი­ის სა­კი­თხში.

"ჩემი მე­ო­რე გზავ­ნი­ლი ეხე­ბო­და რუ­სე­თის აგ­რე­სი­ულ ომს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. ევ­რო­კავ­ში­რი მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნას და ჩვენ მხარს და­ვუ­ჭერთ უკ­რა­ი­ნას იმ­დენ ხანს, რამ­დე­ნიც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა. ევ­რო­კავ­ში­რი მი­ე­სალ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მკა­ფიო პო­ზი­ცი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მებ­ზე. გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ჩვენს უახ­ლო­ეს პარტნი­ო­რებ­თან რუ­სე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ის­თვის. ამი­ტომ, მი­ვე­სალ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის პრე­ვენ­ცი­ის სა­კი­თხში. ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი რამ გა­კეთ­და და მე გა­მოვ­ხა­ტე ჩვე­ნი მკა­ფიო აღი­ა­რე­ბა ამ ძა­ლის­ხმე­ვის­თვის", - წერს ბო­რე­ლი.

ამას­თან, ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ხაზი გა­ის­ვა, რომ სწუხს სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნის გამო.

განაგრძე კითხვა