ფრთხილად! - საქართველოში დღეს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი - კვირის პალიტრა

ფრთხილად! - საქართველოში დღეს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

დღეს, შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს მთიან რეგიონებსა და კახეთის (განსაკუთრებით გარე კახეთის) ტერიტორიაზე ­ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები გამოიწვიოს. მათივე ცნობით, მთიან ზონებში ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებაც გამოიწვიოს.

"ინტერპრესნიუსი"