"აქ უმძიმესი რეალობაა" - "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი, გურიაში, "ფაქტობრივად, გარესამყაროს მოწყვეტილ სოფელში ჩავიდა" - კვირის პალიტრა

"აქ უმძიმესი რეალობაა" - "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი, გურიაში, "ფაქტობრივად, გარესამყაროს მოწყვეტილ სოფელში ჩავიდა"

უმ­ძი­მე­სი რე­ა­ლო­ბაა გუ­რი­ა­ში. ადა­მი­ა­ნებ­მა პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბი რომ იყი­დონ, უწევთ მდი­ნა­რის ფე­ხით გავ­ლა, რად­გან არ არ­სე­ბობს გზა. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ კი უკვე მე­ხუ­თე დღეა არ უზ­რუნ­ველ­ყო, რომ მო­ე­წყოთ დრო­ე­ბი­თი ხიდი, რათა ამ ადა­მი­ა­ნებს გა­მარ­ტი­ვე­ბო­დათ გა­და­ად­გი­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გუ­რი­ა­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ის „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­თან, პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძეს­თან და ად­გი­ლობ­რივ ლი­დე­რებ­თან ერ­თად, „გა­მარ­ჯვე­ბის პლატ­ფორ­მის“ ფარ­გლებ­ში, იმ­ყო­ფე­ბა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი, "ფაქ­ტობ­რი­ვად გა­რე­სამ­ყა­როს მო­წყვე­ტილ სო­ფელ ხო­რეთ­ში ჩა­ვი­და, სა­დაც მი­სას­ვლე­ლი სა­მან­ქა­ნო ხიდი წყალ­მა სრუ­ლად წა­ი­ღო და სო­ფელ­ში მოხ­ვედ­რა მხო­ლოდ მდი­ნა­რე­ზე სა­ფეხ­მავ­ლო გა­და­სას­ვლე­ლით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი“.

„მინ­და, რომ მოკ­ლე ინ­ფორ­მა­ცია მო­გა­წო­დოთ გუ­რი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე. უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­რი­ა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი, მათ შო­რის მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი, ძა­ლი­ან მძი­მეა ამ რე­ა­ლო­ბის აღ­წე­რა და ასე­ვე ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­ურჩნენ სტი­ქი­ას ასეთ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან. სო­ფე­ლი მო­წყვე­ტი­ლია რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრს და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ეძ­ლო აქ, რომ დრო­ე­ბი­თი ხიდი მო­ე­წყო, რომ ადა­მი­ა­ნებს არ ევ­ლოთ მდი­ნა­რით. პენ­სი­ო­ნე­რე­ბი, ბავ­შვე­ბი და­დი­ან ფე­ხით მდი­ნა­რე­ზე, რომ მი­ვიდ­ნენ რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრამ­დე, რათა იყი­დონ პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბი. უმ­ძი­მე­სი პრობ­ლე­მაა სო­ფელ ჩო­ჩხა­თის თემი, რო­მე­ლიც მო­წყვე­ტი­ლია ჩო­ჩხა­თის რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრს, ერ­თა­დერ­თი და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხიდი იყო, რო­მე­ლიც სტი­ქი­ამ გა­ა­ნად­გუ­რა სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზა არ არ­სე­ბობს, არის მარ­ტო ეს ხიდი და უკვე მე­ხუ­თე დღეა, რაც ადა­მი­ა­ნე­ბი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან და ადა­მი­ა­ნებს პრო­დუქ­ტე­ბის მო­ტა­ნა უწევთ მდი­ნა­რე­ზე ფე­ხით გა­დას­ვლით.

ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მე და ახლა სრუ­ლი­ად მთავ­რო­ბა უნდა იყოს მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რომ ამ ათო­ბით ოჯახს პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნას და არ უწევ­დეთ გა­და­ად­გი­ლე­ბა. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს აქვს დრო­ე­ბი­თი ხი­დის მო­წყო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი დარ­ჩე­ნი­ლე­ბი არი­ან პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბის გა­რე­შე, რომ გი­თხრათ, რომ ბევ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს - არა, მაგ­რამ რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც გვაქვს ამ ადა­მი­ა­ნებს მი­ნი­მა­ლუ­რად და­ვეხ­მა­რე­ბით, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა იცო­დეს, რომ ეს მათი ფუნ­ქცი­აა. რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით ჩაგ­ვიქ­რო­ლეს სამ­თავ­რო­ბო ექ­სპორ­ტით ჩი­გო­გი­ძემ, ცხა­დია და­ბუ­რუ­ლი დიდი ჯი­პე­ბით, არც გა­მო­უ­ხე­დავთ, ისე გა­ი­ა­რეს ეს გა­და­სახ­ვე­ვი, არც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა გუ­რი­ის მა­ჟო­რი­ტა­რი თა­ვის მხევ­ლებ­თან ერ­თად. სო­ფე­ლი მო­წყვე­ტი­ლია რე­ა­ლო­ბას, მაგ­რამ ეს მათ­თვის არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. იგი­ვე პრობ­ლე­მაა სხვა­თა შო­რის სო­ფელ მა­მათ­ში და მთავ­რო­ბამ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს დრო­ე­ბი­თი ხი­დის გა­კე­თე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.