"ეს შეხვედრა დედის დასაფლავების დღეს მოხდა..." - როგორ დაუფინანსა სხვას ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, რაც წლების მერე თვითონ დასჭირდა: დათო ევგენიძის პირველი ინტერვიუ ურთულესი ოპერაციის შემდეგ - კვირის პალიტრა

"ეს შეხვედრა დედის დასაფლავების დღეს მოხდა..." - როგორ დაუფინანსა სხვას ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, რაც წლების მერე თვითონ დასჭირდა: დათო ევგენიძის პირველი ინტერვიუ ურთულესი ოპერაციის შემდეგ

მუ­სი­კოს­მა დათო ევ­გე­ნი­ძემ 25 აპ­რილს, სტამ­ბოლ­ში, ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. მისი დო­ნო­რი მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი გახ­ლავთ. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ამ ეტაპ­ზე თავს კარ­გად გრძნობს. დათო ევ­გე­ნი­ძე ახ­ლაც სტამ­ბოლ­ში იმ­ყო­ფე­ბა, რად­გა­ნაც სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ოდ გარ­კვე­უ­ლი ეტა­პე­ბი კი­დევ გა­სავ­ლე­ლი აქვს.

მას აქამ­დე ინ­ტერ­ვიუ სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ არა­ვის­თვის მი­უ­ცია. აღ­მოჩ­ნდა, რომ ქარ­თუ­ლი ბეჭ­დუ­რი და ელექტრო­ნუ­ლი მე­დი­ი­დან ambebi.ge პირ­ვე­ლია, ვი­საც ბა­ტო­ნი დათო გა­ე­სა­უბ­რა. მუ­სი­კოსს თურ­ქეთ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით.

- მო­გი­კი­თხავთ, რო­გორ ხართ?

- მთა­ვა­რია, რომ გი­ორ­გი არის კარ­გად, ჩემი "მა­ხა­რა"… საკ­მა­ოდ რთუ­ლი ოპე­რა­ცია გა­და­ვი­ტა­ნე, მარ­თლა უფალ­მა გა­და­მარ­ჩი­ნა.

- ძა­ლი­ან გგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით...

- ადა­მი­ა­ნე­ბის­გან დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ვიგ­რძე­ნი, რაც ხე­ლო­ვა­ნის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ სიყ­ვა­რულ­მა ჩემ­თვის ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა.

ასე­თი რთულ ოპე­რა­ცი­ე­ბის შემ­დეგ, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას მი­ნი­მუმ 6-7 თვე სჭირ­დე­ბა.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სხვი­სი სხე­უ­ლის ნა­წილს გი­ნერ­გა­ვენ, მერე შენი ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნი­ტე­ტი იმ უცხო სხე­ულს ებ­რძვის, ამის­თვის სა­კუ­თა­რი იმუ­ნი­ტე­ტის და­საქ­ვე­ი­თე­ბელ წამ­ლებს იღებ. ეს სა­რის­კო­ცაა, ბაქ­ტე­რი­ე­ბი­სა და ვირუ­სე­ბის­გან ორ­გა­ნიზ­მი და­უც­ვე­ლი რჩე­ბა. ამი­ტომ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბაა სა­ჭი­რო, რაც რთუ­ლად, მაგ­რამ მა­ინც მო­ვა­ხერ­ხე. მოკ­ლედ, პირ­ვე­ლი 7-8 თვე საკ­მა­ოდ მძი­მეა. ინ­ტერ­ვი­უც ამის გამო პი­რის­პირ არა­ვის­თვის მი­მი­ცია...

ამ ეტაპ­ზე ნორ­მა­ლუ­რად ვარ, უბ­რა­ლოდ, პა­ტა­რა პრო­ცე­დუ­რუ­ლი დის­კომ­ფორ­ტე­ბია, რო­მე­ლიც გა­ივ­ლის.

- გა­გი­ჭირ­დათ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რომ ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია გა­გე­კე­თე­ბი­ნათ.

- ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე სა­ერ­თოდ არ მი­მი­ღია, მი­ი­ღეს ჩემ­მა ცოლ­მა, "მა­ხა­რამ" და სა­მე­გობ­რომ. ჩამ­სვეს თვითმფრი­ნავ­ში და თურ­ქეთ­ში ჩა­მო­მიყ­ვა­ნეს. გა­მი­კე­თეს ოპე­რა­ცია, სა­ერ­თოდ პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით ვი­ყა­ვი, წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, ჩემს თავს რა ხდე­ბო­და. გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი ამ ყვე­ლაფ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ინი­ცი­ა­ტო­რი იყო. (გააგრძელეთ კითხვა)