"დამ­შორ­და. მე ჯინ­სე­ბი არ მქონ­და და ვი­საც ჰქონ­და, ის შე­უყ­ვარ­და" - რას წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"დამ­შორ­და. მე ჯინ­სე­ბი არ მქონ­და და ვი­საც ჰქონ­და, ის შე­უყ­ვარ­და" - რას წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში?

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, ჰეშ­თე­გით "წე­რი­ლე­ბი ჩემი ბავ­შვო­ბი­დან" .

"პირ­ვე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რომ დამ­შორ­და, ვიქ­ნე­ბო­დი ასე მე­ო­რე კლას­ში. მას მერე ეგრე მო­ე­წყო, რომ სულ მშორ­დე­ბი­ან. მე თვი­თონ რომ დავ­შორ­დე, ეგ რო­გორ უნდა - არ ვიცი. მარ­თლა. არ­ცოდ­ნა კი­დევ არ­ცოდ­ვაა.

მოკ­ლედ დამ­შორ­და. მე ჯინ­სე­ბი არ მქონ­და და ვი­საც ჰქონ­და, ის შე­უყ­ვარ­და. ჯინ­სი არაა პა­ტა­რა არ­გუ­მენ­ტი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის შე­საც­ვლე­ლად მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლის გა­რიჟ­რაჟ­ზე.სახ­ლში რომ დავ­ბრუნ­დი, სუფ­რას­თან ბა­ბუ­ა­ჩე­მი შაქ­რო და მე­ზო­ბე­ლი თენ­გუ­ლია დამ­ხვდნენ. სუფ­რა­ზე - მწნი­ლი, ყვე­ლი, შემ­წვა­რი ხორ­ცი - მგო­ნი ღო­რის და ადე­სა. ყდა­გაც­ვე­თი­ლი კლა­სი­კა მოკ­ლედ.

- რე­ი­ზა ჩა­მო­გიშ­ვია ცხვი­პი­რი? - მკი­თხა ბა­ბუ­ამ.

- ორი­ა­ნი მი­ი­ღე?

- ვა­რე­სი

- ვუ­თხა­რი და ცრემ­ლი დიდი ძა­ლის­ხმე­ვით ჩავ­ხერ­გე სა­დღაც.

-ერ­თი­ა­ნი? - მკი­თხა თენ­გუ­ლი­ამ.

- თე­ო­ნა დამ­შორ­და! - აღ­მომ­ხდა მე, არა­და - "ერ­თი­ა­ნი არ არ­სე­ბობს", თქმას ვა­პი­რებ­დი.

- რე­ი­ზა? - მკი­თხა ორი­ვემ.

- არ ვიცი! - ვუ­პა­სუ­ხე უფრო ბა­ბუ­ა­ჩემს.

- მაი აფე­რი! - თქვა შაქ­რომ - ეგერ, იმ კაცს ხომ ხე­დავ? თითი ჰე­მინ­გუ­ე­ის პორ­ტრე­ტის­კენ გა­იშ­ვი­რა, რო­მე­ლიც, რა­ტომ­ღაც ოდით­გან ეკი­და ჩვენს კე­დელ­ზე. ეგ და იალ­ტის კონ­ფე­რენ­ცია. ჰე­მინ­გუ­ე­ის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რომ გა­შორ­და, გა­ნაგ­რძნო ბა­ბუ­ამ, ომში წე­ვი­და და კაცს რომ კლავ­და, წარ­მე­იდ­გენ­და, რომ მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ახალ შეყ­ვა­რე­ბულს კლავ­და და ასე გუ­უ­ა­რა წყე­ნამ. მა­ლა­დეც ჰე­მინ­გუ­ეი! - თქვა თენ­გუ­ლი­ამ.

ჰე­მინ­გუ­ე­იმ თენ­გუ­ლი­ას შე­ხე­და და მად­ლო­ბის თქმა და­ა­პი­რა, მაგ­რამ მარ­ცხნი­დან სტა­ლი­ნის სას­ტი­კი მზე­რა იგ­რძნო და ისევ სუ­რა­თა­დად დარ­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა.

- სა­დაა ომი? - ვი­კი­თხე მე, უკვე მზად­ყოფნ­მა წა­სას­ვლე­ლად.

- ომი ყველ­გა­ნაა! - მი­პა­სუ­ხა ბა­ბუ­ა­ჩემ­მა.

- მაი, რა­ფერ? - და­ინ­ტე­რეს­და თენ­გუ­ლია და მგო­ნი ჩერ­ჩი­ლიც.

- იმ­ფერ - თქვა ბა­ბუ­ამ და ადე­სა ჩა­მო­ას­ხა - ომი არის ყველ­გან! ომს იპო­ვი - მთა­ვა­რია წახ­ვი­დე!

მე გა­რეთ გა­ვე­დი და თვა­ლე­ბით ომს ვე­ძებ­დი. ყველ­გა­ნა­აო და არ­სად ჩან­და. არ­სად ჩან­და ან მე არ ვი­ცო­დი ჯერ მისი შემ­ჩნე­ვა. - წერს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.