უკრაინელებმა სევასტოპოლს დაატყეს - რუსები პანიკაში არიან
ოკუპირებულ სევასტოპოლში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის და საჰაერო თავდაცვა მოქმედებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კილენ-ბალკას რაიონში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმამ გამოიწვია.
ქალაქის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასტოპოლზე სარაკეტო შეტევა დაიწყეს და თავდასხმის შედეგად კილენ-ბალკას რაიონში, არასამოქალაქო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა და ადგილზე სახანძრო და სხვა სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სევასტოპოლში მინიმუმ 7 აფეთქების ხმა გაისმა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ყირიმის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტეს.
"ინტერპრესნიუსი"