ოპერატორებმა კიმ ჩენ ინის განსხვავებულ რაკურსში გადაღება შეძლეს - როგორ გამოიყურება ჩრდ. კორეის ლიდერი რეალურად (VIDEO)
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთში, კოსმოდრომზე იმყოფებოდა და ადგილობრივი წარმოების რაკეტები დაათვალიერა.
მას რუსული ტრადიციის შესახებაც მოუთხრეს, რაც რაკეტის გაფრენამდე, მის გარშემო საათის ისრის საპირისპირო მიმართულებით წრის შემოვლას გულისხმობს.
თავად კიმ ჩენ ინმა ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეა რუსეთს ყოველთვის უჭერდა მხარს და ახლაც მზად არის, ყველა მიმართულებით დაეხმაროს.
აღსანიშნავია, რომ ოპერატორებმა კიმ ჩენ ინის განსხვავებულ რაკურსში გადაღება შეძლეს. ეს პირველი ახლო ხედის კადრებია, რომლებიც რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა.