ჭაღი და კნუტი: კიდევ რა რჩებათ საქართველოს ტაქსებში
თანამედროვე ცხოვრების ტემპი გვაიძულებს გამუდმებით სადღაც ვიჩქაროთ, ამ სიჩქარეში კი შეიძლება სადმე პირადი ნივთები დაგვავიწყდეს, მაგალითად ტაქსიში. სერვისი „მაქსიმის“ სპეციალისტებმა გააანალიზეს მომხმარებელთა მომართვები ტაქსიში დარჩენილი ნივთების შესახებ და შეადგინეს ავტომობილის სალონში ყველაზე ხშირად ნაპოვნი ნივთების ტოპ ათეული.
დავიწყებული ნივთების რეიტინგში ლიდერობს ტელეფონი, რომელიც შემთხვევების 33%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა საფულეები - 15,5%. შემთხვევების 10%-ში კი გასაღები ავიწყდებათ. ლიდერების ხუთეულს ასრულებს ჩანთა და დოკუმენტები თანაბარი 6 -6 % -იანი წილით. მგზავრებს ასევე ხშირად რჩებათ სათვალეები (4,8%), პლასტიკური ბარათები (2,4%), ტანსაცმელი (2,4%), ქოლგა და ყურსასმენები (2,1%).
იშვიათ და უჩვეულო აღმოჩენებს შორის იყო ჭაღი, მაგიდის ფეხი, გასაშლელი ქანჩის გასაღები, ცეკვის ფეხსაცმელი, ასევე სტომატოლოგიური და სამშენებლო მასალები. ერთხელ თბილისში კნუტიც კი დაავიწყდათ, თუმცა მფლობელს მალევე გაახსენდა და შინაური ცხოველი წარმატებით იქნა დაბრუნებული.
იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დაიბრუნოთ ტაქსიში დავიწყებული ნივთები, უნდა შეხვიდეთ აპლიკაცია „მაქსიმში“, გახსნათ „მგზავრობების ისტორია“, აირჩიოთ „ჩატი მძღოლთან“, მისწეროთ მას დარჩენილი ნივთის შესახებ და შეთანხმდეთ შეხვედრაზე. ეს ვარიანტი განკუთვნილია მათთვის, ვინც დანაკარგი ავტომობილიდან გადმოსვლისთანავე აღმოაჩინა.
ნივთების დაბრუნების კიდევ ერთი საშუალებაა „მხარდაჭერასთან“ დაკავშირება. ამისათვის გახსენით აპლიკაციაში „მენიუ“, შემდეგ აირჩიეთ პუნქტი „მხარდაჭერა“ და დაწერეთ მომართვა უკუკავშირის ფორმაში. ასევე შეგიძლიათ დარეკოთ სერვისი „მაქსიმის“ ნომერზე- 2 60 60 60 და დატოვოთ შეტყობინება ოპერატორთან. სერვისის თანამშრომლები დაგეხმარებიან სიტუაციის გარკვევასა და დაკარგული ნივთის დაბრუნებაში.
„არც ისე დიდი ხნის წინ უკანა სავარძელზე ტელეფონი დამრჩა. ის უბრალოდ ამომივარდა ჯიბიდან როცა ავტომობილიდან გადმოვდიოდი. კარგია რომ სერვისი „მაქსიმით“ ვმგზავრობდი: მაშინვე დავწერე ჩათში და ტელეფონი მალევე დამიბრუნდა. აი, ქუჩაში რომ გამეჩერებინა მანქანა, ტელეფონს ნამდვილად დავკარგავდი.“ - გვიყვება თბილისის მცხოვრები ქეთევან პ.
აღსანიშნავია კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი. ყველაზე აქტიურად მგზავრებს დაკარგული ნივთები ახსენდებოდათ და უკავშირდებოდნენ მხარდაჭერის სამსახურს დღის 11 საათიდან 14 საათამდე პერიოდში. მგზავრობათა 63%-ში ნივთები მართლაც მანქანაში დაავიწყდათ და შემდეგ დაუბრუნდათ მათ მფლობელებს. დანარჩენ შემთხვევებში, როგორც აღმოჩნდა მგზავრებს სხვაგან დარჩათ ნივთები.
სერვისი „მაქსიმი“ გირჩევთ, ყოველი მგზავრობის შემდეგ ტაქსიდან გადმოსვლამდე შეამოწმოთ რამე ხომ არ გრჩებათ ავტომობილში. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ დაკარგული ნივთის პოვნასთან დაკავშირებული სირთულეები. ასევე, პატივცემულო მძღოლებო, მგზავრების ავტომობილიდან გადმოსვლისთანავე აუცილებლად დაათვალიერეთ სალონი, რათა დარჩენილი ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად შეძლოთ კლიენტთან დაკავშირება და მისი დაბრუნება.
(R)