"50 წლამდე მამაკაცი მაღაზიაში შეიარაღებული შეიჭრა და თანხას ითხოვდა" - ყაჩაღობა ბათუმში
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მაღაზია „უნივერსამში“ გვიან ღამით სროლის ხმა იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცი მაღაზიაში შეიარაღებული შეიჭრა და თანხას ითხოვდა, თუმცა იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე მალევე დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მთელი ღამის განმავლობაში ტერიტორია ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული.
"ინტერპრესნიუსი"