"36 წლის ვარ და ცოლი მინდა მოვიყვანო" - ხელის თხოვნა დიდ სცენაზე და ორი ხელოვანის ახალი ცხოვრების დასაწყისი
აჩიკო გოგიტიძის ბედნიერება და ხელის თხოვნა დიდ სცენაზე
აჩიკო გოგიტიძის ცხოვრებაში სექტემბერი ბედნიერად დაიწყო: სოლო კონცერტი, მაყურებლისგან მიღებული დიდი სიყვარული, მსმენელით სავსე დარბაზი და მნიშვნელოვანი განაცხადი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ: "36 წლის ვარ და ცოლი მინდა მოვიყვანო"; მერე სცენაზე საყვარელი ქალის ხელის თხოვნა და მიღებული თანხმობა - ასეთი იყო დიდი ზეიმის ბედნიერი ფინალი. ფინალი, რომელიც ორი ხელოვანის ახალი ცხოვრების დასაწყისად იქცა.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"კონცერტისთვის მზადება რომ დავიწყე, რამდენიმე ორგანიზატორს გავანდე ჩანაფიქრი, მაგრამ ეს ამბავი ოჯახის წევრებმაც კი არ იცოდნენ. წინასწარ არ ვიცოდი, რას ვიზამდი, იმ წუთებში როგორ მოვიქცეოდი. დაგეგმილი არაფერი მქონდა. მინდოდა, გულწრფელი ვყოფილიყავი და ის ვთქვი, რასაც ვფიქრობდი. არ იყო არც სიყვარულის ახსნა, არც ტრადიციული დაჩოქება..."
"თამთასთვის მე ყველაზე ახლო მეგობარი ვიყავი, ჩემთვის - ის, და დიდი ხნის შემდეგ გაჩნდა აზრი, რომ ერთად ბედნიერები ვიქნებოდით. გრძნობის მეგობრობიდან სიყვარულში გადაზრდა ბოლო პერიოდში მოხდა. ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, ჩვენი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. თანაცხოვრების პერიოდში ახალ აღმოჩენებს ვერ გავაკეთებთ. ერთმანეთს არასდროს გავპრანჭვივართ, ნეგატიური მხარის გადაფარვა არასდროს გვიცდია..."
"იმ ადამიანებმა ერთ მშვენიერ დღეს გაიგეს, რომ წყვილი ვართ, ერთმანეთი გვიყვარს. ახლა გვეხუმრებიან, ყველა ოთახში ცეცხლის ჩამქრობი უნდა გქონდეთ, "112" ყველა კედელზე უნდა გეწეროთო..."
სტატიას სრულად მხოლოდ ჟურნალ "გზის" 14 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.
თამუნა კვინიკაძე