"სტიქიის ზონაში ნაპოვნი ბავშვი ზაზა მესხის ოჯახიდანაა" - ალინა პოლიკოვსკას ვაჟის გარდაცვალება დადასტურდა - კვირის პალიტრა

"სტიქიის ზონაში ნაპოვნი ბავშვი ზაზა მესხის ოჯახიდანაა" - ალინა პოლიკოვსკას ვაჟის გარდაცვალება დადასტურდა

სოციალურ ქსელში ლაშა ბერულავა პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ შოვის სტიქიის ზონაში ნაპოვნი ბავშვის ცხედარი ზაზა მესხის ოჯახიდანაა. ის ალინა პოლიკოვსკას შვილია.

"ბოლოს სტიქიის ზონაში ნაპოვნი ბავშვის ცხედარი ზაზა მესხის ოჯახიდანაა. ის ალინა პოლიკოვსკას შვილია. იდენტიფიცირება დნმ ანალიზით მოხდა, ანალიზის პასუხი უკვე ცნობილია. ამ დროისთვის ნაპოვნი და ამოცნობილია 32 ცხედარი. უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლება და ამ დრომდე ეძებენ კიდევ ერთ არასრულწლოვანს, ასევე ზაზა მესხის ოჯახიდან." - წერია ტექსტში.