ვინ არის მოსკოვში დაბადებული, წარმოშობით ქართველი დიპლომატი, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეჯავშნული მატარებლით 7 დღე იმგზავრა - კვირის პალიტრა

ვინ არის მოსკოვში დაბადებული, წარმოშობით ქართველი დიპლომატი, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეჯავშნული მატარებლით 7 დღე იმგზავრა

ქართული წარმოშობის, რუსეთში მომუშავე ყოფილი დიპლომატი გიორგი თოლორაია ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ირთან ერთად მატარებლით მოგზაურობდა, რომელიც ქვეყნის ახლანდელი მეთაურის, კიმ ჩენ ინის მამა იყო. ამ მოგზაურობის საინტერესო დეტალები დიპლომატმა უცხოურ გამოცემასთან გაიხსენა.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, კიმ ჩენ ირს თვითმფრინავით მგზავრობა არ უყვარდა, რადგან აეროფობია აწუხებდა და ძალიან იშვიათად დაფრინავდა. ის მგზავრობისას უპირატესობას მატარებელს ანიჭებდა. ალბათ, მან მაგალითი მამისგან, კიმ ირ სენისგან აიღო, რომელიც მატარებლით მოგზაურობას, რომელიც შეჯავშნული იყო, პრივილეგიად თვლიდა.

აღსანიშნავია, რომ ლევ ტროცკი რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ფრონტის ხაზთან თავისი შეჯავშნული მატარებლით ჩადიოდა, ეს ტრადიცია შემდეგ იოსებ სტალინმა გააგრძელა.

"საბჭოთა საელჩოში, ფხენიანში, ჩემი სამსახურის დასაწყისში შეჯავშნულ მატარებელში 7 დღე გავატარე, რომლითაც ჯერ მანჯურია, შემდეგ კი ციმბირი გავიარეთ, ძალიან კომფორტულ გარემოში და საუკეთესო გუნდთან ერთად," - იხსენებს ყოფილი დიპლომტი.

სტატიაში წერენ, რომ 1950-იან წლებში სტალინმა კიმ ირ სენს თავისი პირველი „სპეციალური ვაგონი“ აჩუქა, რომლის ნახვა ახლა ჩრდილოეთ კორეის მუზეუმშია შესაძლებელი. კიმ ირ სენი ამ საჩუქარს ევროპაში მოგზაურობისას იყენებდა.

კიმ ჩენ ირს, რომელიც ადრე ჩრდილოეთ კორეის მეთაური იყო, ძალიან უყვარდა მატარებლით მოგზაურობა და შექმნა მთელი თეორია, რატომ იყო ეს საუკეთესო გზა ქვეყნის უკეთ სანახავად.

მან რუს მასპინძლებს უთხრა: როცა თვითმფრინავით მოგზაურობ, ვერაფერს ხედავ აეროპორტისა და დედაქალაქის გარდა. მატარებლით მოგზაურობა კი გაძლევს საშუალებას, დაინახო ქალაქები, ხასიათი, სივრცე, შეგიძლია გაჩერდე და ფეხი მიწაზე დადგა, შეგიძლია რეალობა საკუთარი თვალით იხილო, შეხვდე და გაესაუბრო ადგილობრივ მოსახლეობას.

როცა ვლადიმერ პუტინმა კიმ ჩენ ირი 2000 წელს, ფხენიანში შეხვედრის შემდეგ, რუსეთში მიიწვია, მაშინვე შეიქმნა პრობლემა გადაადგილებასთან დაკავშირებით. თუმცა ჩრდილოკორეელებმა განაცხადეს, რომ ლიდერი მხოლოდ მატარებლით იმგზავრებდა.

toloraia2-1694594617.png
კიმ ჩენ ინი მატარებლით მოგზაურობისას

კიმ ჩენ ირის მოგზაურობა 2001 წლისთვის დაიგეგმა და დაიწყო სამუშაო პროცესი, რომელიც საბოლოოდ წარმატებით დასრულდა და მატარებელს მაღალი სიჩქარით მოგზაურობა შეეძლო.

მედიაში კიმის მატარებელს შეჯავშნულად მოიხსენიებდნენ, რომელიც რევოლუციის დროინდელი შეჯავშნული მატარებლის ალუზიას ქმნის.

რუსმა ტექნიკოსებმა კი მატარებლის დათვალიერებისას აღმოაჩინეს, რომ სამუშაო და საცხოვრებელ ვაგონებში იატაკს ქვემოთ ჯავშანფილები იყო. მათ, ასევე, აღმოაჩინეს, რომ ვაგონები საბჭოთა კავშირში იყო დამზადებული და მოგვიანებით მოდერნიზებული.

კიმ ჩენ ირის მატარებელში იყო ერთი საცხოვრებელი ვაგონი, ერთი ოფიციალური HQ ვაგონი, რესტორანი და რამდენიმე გადამზიდი ვაგონი, რამდენიმე ვაგონი - პერსონალისთვის.

რუსმა მასპინძლებმა მხოლოდ HQ ვაგონი ნახეს, რომელიც ოფიციალური შეხვედრებისთვის გამოიყენებოდა. ის ძალიან კომფორტული იყო, მაგრამ არა - ფუფუნების საგნებით გადატვირთული. ვაგონი უახლესი ტექნოლოგიებით იყო აღჭურვილი, ვაგონში ორი დიდი ლედ მონიტორი იყო ფილმების სანახავად და ა.შ.

toloraia-1694594616.png
გიორგი თოლორაია კიმ ჩენ ირის გვერდით

მატარებელს თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემა ჰქონდა, რომელზეც მთელი შემადგენლობა იყო დაკავშირებული.

კიმ ჩენ ირს ანსამბლ Mansudae-ს რამდენიმე მუსიკოსი და მსახიობი ახლდა, რომლებიც სტუმრებისთვის რამდენიმე ნომერს ასრულებდნენ. მღეროდნენ იმ რუსულ სიმღერებსაც, რომელთა ტექსტიც კიმ ჩენ ირმა ბავშვობიდან იცოდა.

კერძები კიმ ჩენ ირისა და სტუმრებისთვის თვითმფრინავით, ფხენიანიდან მოიტანეს. სტუმრებს განსაკუთრებულ კერძებსაც სთავაზობდნენ, მათ შორის - გიგანტურ მოლუსკებსა და ვირის ხორცს, სასმელებიდან კი - არაყს და ღვინო "ბორდოს".

კორეელები დიდ ყურადღებას უთმობდნენ უსაფრთხოებას. ორი რუსული მანქანით 50-მდე რუსი უსაფრთხოების თანამშრომელი გადაჰყავდათ, მათ შორის - სნაიპერები და სხვა შეიარაღებული აგენტები, რომლების ქალაქებში გაჩერებისას უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.

დაცვის წევრები მატარებლის ლოკომოტივშიც იყვნენ, რომელიც მთავარი მატარებლის წინ, 7 წუთით ადრე მიდიოდა.

უსაფრთხოება იმდენად იყო გათვალისწინებული, რომ კიმ ჩენ ირის მოგზაურობისას რკინიგზის იმ მონაკვეთზე მატარებლით მიმოსვლა აკრძალეს.

ამ მოგზაურობას დიდი კრიტიკა მოჰყვა მოსახლეობასა და მედიაში, რადგან ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ვიზიტი იმ პერიოდს დაემთხვა, როცა რუსები დასასვენებლად მიდიოდნენ, ამ დროს კი რკინიგზა დაიკეტა", - გაიხსენა კიმ ჩენ ირთან მოგზაურობის ისტორია გიორგი თოლორაიამ.

(წყარო)