"ერთი რამ მამ­შვი­დებს, რომ ახლა იქ მარ­ტო არ ხარ. ღრუ­ბელ­ზე ფე­ხებ­ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ზი­ხარ, გვერ­დით დე­და­შე­ნი ალი­ნა.." - რაჭაში დაღუპული კიდევ ერთი ბიჭუნას იდენტიფიცირება მოხდა: - რას წერს მამა? - კვირის პალიტრა

"ერთი რამ მამ­შვი­დებს, რომ ახლა იქ მარ­ტო არ ხარ. ღრუ­ბელ­ზე ფე­ხებ­ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ზი­ხარ, გვერ­დით დე­და­შე­ნი ალი­ნა.." - რაჭაში დაღუპული კიდევ ერთი ბიჭუნას იდენტიფიცირება მოხდა: - რას წერს მამა?

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 32-ე ცხე­და­რი, რო­მე­ლიც მაშ­ვე­ლებ­მა რა­ჭა­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში იპო­ვეს, ზაზა მეს­ხის მე­უღ­ლის, ალინა პო­ლი­კოვ­სკას შვი­ლია. ბავ­შვის მამა ია­როს­ლავ პო­ლი­კოვ­სკი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შვი­ლის ფო­ტო­სა და ემოციურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ჩემო საყ­ვა­რე­ლო, ჩემო ძვირ­ფა­სო პა­ტა­რა შვი­ლო. სა­ბო­ლო­ოდ გი­პო­ვეს. ჩვენ ვი­პო­ვეთ შენი უსი­ცო­ცხლო სხე­უ­ლი და ჩვენ "მო­ხა­რუ­ლე­ბი" ვართ ამით. რა­ო­დენ სას­ტი­კა­დაც არ უნდა ჟღერ­დეს, მაგ­რამ ახლა შეგ­ვიძ­ლია დე­დას­თან ერ­თად და­გა­საფ­ლა­ვოთ. და ჩვენ გვექ­ნე­ბა თქვენ­თან მო­სას­ვლე­ლი ად­გი­ლი.

ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ. მიყ­ვარ­ხარ უსა­ზღვროდ, ჩემს სი­ცო­ცხლე­ზე მე­ტად. გთხოვ მა­პა­ტიე, რომ იმ სა­ში­ნელ მო­მენ­ტში შენ­თან არ ვი­ყა­ვი. რომ ვერ და­გი­ცა­ვი. ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო, აუ­ცი­ლებ­ლად გა­გიც­ვლი­დი ად­გილს. ძა­ლი­ან მინ­და რომ ცო­ცხა­ლი იყო.

მხი­ა­რუ­ლი და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ბიჭი იყა­ვი. შენ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ახლა იწყე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, ცხოვ­რე­ბა სას­ტი­კი რამ არის. რა­ტომ­ღაც, სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი გვტო­ვე­ბენ. მხო­ლოდ ერთი რამ მამ­შვი­დებს. რომ ახლა იქ მარ­ტო არ ხარ. ღრუ­ბელ­ზე ფე­ხებ­ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ზი­ხარ, გვერ­დით დე­და­შე­ნი ალი­ნა, შენი ორი ძმა და ზაზა გი­ზის. შენ იღი­მი და ზე­მო­დან გვი­ყუ­რებ.

სა­ში­ნელ­მა ტკი­ვილ­მა გული და სული გა­მი­ტე­ხა. სი­ტყვებს ვერ ვპო­უ­ლობ შენ­და­მი სიყ­ვა­რუ­ლის აღ­სა­წე­რად. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ღა­მო­ო­ბით წიგ­ნებს ერ­თად ვე­ღარ წა­ვი­კი­თხავთ. აღარ მე­ტყვი რო­გორ ხარ სკო­ლა­ში და ვერ მო­მიყ­ვე­ბი რომ ახა­ლი მე­გობ­რე­ბი შე­ი­ძი­ნე. ვერ იტ­რა­ბა­ხებ ახა­ლი მან­ქა­ნის მო­დე­ლით შენი კო­ლექ­ცი­ი­დან, რო­მელ­საც ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რო­ვებ­დი. ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და. სა­მუ­და­მოდ დას­რულ­და.

ჩემო ძვირ­ფა­სო და საყ­ვა­რე­ლო ბიჭო, სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბი ჩემს გულ­ში. ჩემ­თან ერ­თად ხარ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. ჩემს ბოლო ამო­სუნ­თქვამ­დე. ჩემს ფიქ­რებ­ში.

მიყ­ვარ­ხარ, შვი­ლო,

სა­მუ­და­მოდ. ჩემო სე­ვო­ჩკა", - წერია ტექსტში.