2000-მდე ვაგნერელი სომხეთში სამხედრო გადატრიალებას გეგმავს?! - რას აცხადებენ მოსკოვში - კვირის პალიტრა

2000-მდე ვაგნერელი სომხეთში სამხედრო გადატრიალებას გეგმავს?! - რას აცხადებენ მოსკოვში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სომხეთში გადატრიალების მომზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დღევანდელ ბრიფინგზე „შემოგდებული“ უწოდა.

ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

მარია ზახაროვას აღნიშნული კომენტარი უკავშირდება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სომხეთში გადატრიალება იგეგმება, სადაც ვარაუდობენ, რომ სომხეთში, სავარაუდოდ, გადაყვანილია „ვაგნერის“ ჯგუფის 2000-მდე მებრძოლი.

„სად არიან ისინი, თუ ამდენ ადამიანზე ვსაუბრობთ? ეს არ არის მილიარდიანი ქვეყანა. ეს არის ქვეყანა, სადაც მოსახლეობა მცირეა. ისინი, ალბათ, დაინახავდნენ ამ ადამიანებს და შეამჩნევდნენ მათ. ეს ყველაფერი სხვა მითოლოგიის კატეგორიიდანაა“, - თქვა ზახაროვამ.

დღესვე მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ დემარში განახორციელა ბაქოს განცხადებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის ოთხ რეგიონში არჩევნების შესახებ.

„აზერბაიჯანის მხარის წინაშე განხორციელდა დიპლომატიური დემარში. ჩვენ ყველაფერი გამოვთქვით ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ბაქო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს იმავე პატივისცემით უნდა მოეპყროს, რასაც ჩვენი პარტნიორები ჩვენგან მოელიან, როცა საქმე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება “, - განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ე.წ. ახალ რეგიონებში ბოლო არჩევნების „არალეგიტიმურობის“ შესახებ განაცხადა.

"ინტერპრესნიუსი"