სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყება არცერთ ბაგა-ბაღში არ გადაიდება - კვირის პალიტრა

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყება არცერთ ბაგა-ბაღში არ გადაიდება

ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის გამო, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყება არცერთ დაწესებულებაში არ გადავადდება.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, 18 სექტემბერს სააღმზრდელო პროცესი თბილისი ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში ერთდროულად განახლდება.

ამასთან, სააგენტოში განმარტავენ, რომ ბაღების მშენებლობის პარალელურად, ზაფხულში 100-ზე მეტ საბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები ჩატარდა. ახალი სააღმზრდელო წლისთვის 15 000-ზე მეტი აღსაზრდელია უკვე დარეგისტრირებული, დედაქალაქს კი, ჯამში, 188 ბაღი ემსახურება.

"ინტერპრესნიუსი"