"არ გამოვრიცხავთ, რომ "ოცნებამ" შეიძლება ოპოზიციიდან ხალხი გადაიბიროს" - რას აცხადებს იაგო ხვიჩია სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავთ, რომ "ოცნებამ" შეიძლება ოპოზიციიდან ხალხი გადაიბიროს" - რას აცხადებს იაგო ხვიჩია სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი მშვიდად უყურებს იმპიჩმენტის საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი არ გამოვრიცხავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება ოპოზიციიდან ხალხი გადაიბიროს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი დარწმუნებულია საკუთარი ნაბიჯის სისწორეში და ნაკლებად აინტერესებს რა მოჰყვება მის სწორ ნაბიჯებს.

„ჩვენი საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას და იმას თუ როგორ ვუყურებდით ჩვენ არსებულ რეალობას როგორც იმპიჩმენტის ნაწილს, ისე ევროინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და ზოგადად ჩვენი პოზიცია რა იყო ჩვენს პარტნიორებთან და იყო თუ არა თანხვედრაში პრეზიდენტის დამოკიდებულებასთან. განსხვავებული აზრი ბევრი არ გვქონია არსებულ სიტუაციასთან და დასავლურ მომავალთან დაკავშირებით. პრეზიდენტისთვისაც გასაგები იყო, რომ მიუხედავად „ქოცების“ ცუდი საქციელისა ჩვენ დასავლეთს მაინც ვთხოვთ იმას, რომ კარები გაგვიღოს გამოსწორების პირობით. ვისაუბრეთ ასევე იმაზე, როგორ წარმოგვედგინა რა შეიძლებოდა ყოფილიყო შემდგომში ჩვენი გამოსწორების პირობები.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი მშვიდად უყურებს იმპიჩმენტის საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი არ გამოვრიცხავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება ოპოზიციიდან ხალხი გადაიბიროს. მე გამოვრიცხავ, რომ ჩემი პარტიიდან ვინმე მოისყიდონ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

"ინტერპრესნიუსი"