"მეზობლად ვცხოვრობთ, ასეთია ბავშვების სურვილი" - ირაკლი ფირცხალავა ყოფილ მეუღლესა და შვილებთან ურთიერთობაზე
ირაკლი ფირცხალავა ქართული წარმოშობის ერთ-ერთი ცნობილი მომღერალია, რომელიც წლები ცხოვრობდა რუსეთის დედაქალაქში. მისი მუსიკალური კარიერაც სწორედ მოსკოვში პროექტ "ვარსკვლავების აკადემიიდან“ დაიწყო.
იქვე დაოჯახდა მსახიობსა და მოდელ სოფია გრებენშჩიკოვაზე, თუმცა ოთხი წლის შემდეგ წყვილი განქორწინდა. ყოფილ მეუღლეებს ორი საერთო შვილი, ვაჟები,13 წლის ილია და 10 წლის ალექსანდრე ჰყავთ.
45 წლის მუსიკოსთან ინტერვიუდან ფრაგმენტებს რუსული მედიები ავრცელებენ. ფირცხალავას ვრცელი ინტერვიუ ორი დღის წინ, ერთ-ერთ რუსულ არხზე შედგა. მომღერალი ამბობს, რომ ყოფილ მეუღლესთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას ახერხებს. მისი თქმით, სოფია ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად და არც ისე შორს დასახლდა მისგან. მომღერლის თქმით, ქალი ამაზე მათი საერთო შვილების თხოვნით დათანხმდა."მეზობლად ვცხოვრობთ როგორც საერთო შეთანხმებით, ასევე ბავშვების სურვილით. როდესაც რუსეთიდან საცხოვრებლად ესპანეთში წავედი, ჩემი შვილები ჩემთან ერთად წამოვიდნენ, ყოფილი მეუღლეც ხშირად ჩამოდიოდა ჩვენთან. საქართველოშიც ჩვენ ერთად ვცხოვრობთ ერთ ქალაქში და ასე ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას“, - განმარტა მომღერალმა. იხილეთ სრულად